სანდრო თვალჭრელიძე: “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

სანდრო თვალჭრელიძე: “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“ბოლო დროს სამხრეთ კავკასიაში პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება, ბევრი რამ ისე იცვლება, რომ თვალის მიდევნებაც კი გვიჭირს. აშკარად ჩანს, რომ რუსეთის გავლენა აზერბაიჯანსა და სომხეთში მნიშვნელოვნად სუსტდება, თუმცა ამაში კრემლის მეტი დამნაშავე არავინ არის. ჯერ იყო და, ყარაბაღის ბოლო ომისას სრულად მიატოვეს სომხეთი, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებისა და რუსეთში აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენელთა დარბევითა და მკვლელობით კი ალიევს უბიძგეს ფორსირებულად ემოქმედა რუსეთის საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება ზანგეზურის დერეფანზე აშშ-ის კონტროლის დამყარებას, ეს ძალიან კარგია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობითაც. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს დერეფანი საკმაოდ სპეციფიკური ტერიტორიაა”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რისთვის უნდა მოემზადოს საქართველო უახლოეს წლებში?!

“ბევრისგან მოვისმინე უკვე, რომ თურმე ეს არის საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კრახი, რომ ამით ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია იკლებს და ა.შ. მე ამას ვერაფრით გავიზიარებ. ვიცნობ იმ ტერიტორიას, გამივლია ზანგეზურის დერეფანი მანქანით და შემიძლია გითხრათ, რომ იქ დიდი რაოდენობით ტვირთების გადასაზიდად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას დიდი დრო და თანხები დასჭირდება. ეს არის მთიანი საკმაოდ რთული რელიეფი. შესაბამისად, სატრანზიტო-სახმელეთო მოძრაობა ძნელი იქნება, თუ საერთოდ შეუძლებელი არ აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, აზერბაიჯან-სომხეთის, მეორე მხრივ, სომხეთ-თურქეთის საზღვრების გახსნა ბევრ რამეს შეცვლის, თუმცა თავდაპირველად ეს ვერ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები. ამას დრო დასჭირდება, თუ გვინდა ამ პერიოდისთვის მზად ვიყოთ, სასწრაფოდ უნდა გავააქტიუროთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის გაყვანა, ასევე დროულად უნდა დაიწყოს ანაკლიის პორტის მშენებლობა. მართალია, ჩვენი პორტები ჯერ უძლებენ მნიშვნელოვნად გაზრდილ ტვირთბრუნვას, მაგრამ მალე ნაკადები შესაძლოა ისეთი მასშტაბური გახდეს, რომ ამას ვეღარ აუვიდნენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორ

“აქვე მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება - აშშ-ის მიერ ზანგეზურის დერეფნის გაკონტროლებაზე შეთანხმებამ პირდაპირ გააცოფა რუსი პროპაგანდისტები. მათი მტკიცებით, სომხეთმა დაკარგა ზანგეზურის დერეფანი. სხვები უფრო შორსაც წავიდნენ და ამტკიცებდნენ, რომ ლამის სუვერენიტეტი დაკარგა ქვეყანამ. სამწუხაროდ, ამავე შინაარსის განცხადებები მოვისმინეთ ქართული სახელისუფლებო მედიისგანაც, რაც სამარცხვინო ხომ არის, მაგრამ, რაც მთავარია, ტყუილია. არანაირი დერეფანი და სუვერენიტეტი სომხეთს არ დაუკარგავს, ზანგეზური რჩება სომხეთის იურისდიქციაში და ამის გარანტორი თვით ამერიკის შეერთებული შტატებია, ისევე როგორც მთელი ამ სამშვიდობო შეთანხმებების შესრულების. დამერწმუნეთ, აშშ სომხეთის ინტერესებს იოტისოდენადაც არ შელახავს ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის უძლიერესი და უმდიდრესი სომხური დიასპორის გამო, განსაკუთრებით, ლოს-ანჯელესში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩვენი მთავრობა პრორუსული კი არა, მშიშარაა. რასაც ისინი აკეთებენ, მშიშარა კაცის მოქმედებაა. როგორც კი რუსეთში ვითარება შეიცვლება, რაც დიდი ხნის ამბავი აღარ მგონია, საქართველოც ძირფესვიანად შეცვლის თავის პოლიტიკას... ვინმემ ამიხსნას, რა არის ეს "დიპ სტეიტი"! ყველაფერს აქვს საზღვარი, პირდაპირ რუსული პროპაგანდის გზავნილებს იმეორებს ჩვენი ხელისუფლება, თავიანთი ინტელექტუალური შესაძლებლობები არ ჰყოფნით ახლის მოსაფიქრებლად. რუსეთი რომ საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, თვითონ პუტინმა აღიარა, მან პირდაპირ თქვა, რომ საქართველოსთან ომისთვის მზადება მისი განკარგულებით ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. მე უფრო შორსაც წავიდოდი - როდესაც საქართველოდან რუსული ბაზები უმტკივნეულოდ გაიყვანა კრემლმა, აი, მაშინვე უნდა გვეფიქრა, თუ რა იდგა ამის უკან. აშკარა იყო, რომ გაცილებით უფრო მზაკვრული და სახიფათო გეგმა ჰქონდა პუტინის რეჟიმს. ისტორია ნელ-ნელა ყველაფერს მიუჩენს თავის ადგილს. არა აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს ერთი თუ მეორე მთავრობა. ცხადია, ეს ომი რუსეთის ინსპირირებული იყო, იმ შემთხვევაშიც კი, სააკაშვილს რომ გაესროლა პირველად”, - გ

“მზია ამაღლობელის განაჩენი ყოვლად უსამართლო და მიუღებელია. ისე როგორ უნდა დაეცეს ქართველი კაცი, რომ ქალს ჯერ სახეში შეაფურთხოს, შემდგომ სილა მიიღოს და მერე ამის გამო უჩივლოს. მერე კიდევ დაჯდება სუფრასთან და მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს იტყვის, საქართველოსა და მანდილოსნებს­ გაუმარჯოსო... ფუი, ასეთ ქართველს! ქალბატონი მზიას გამძლეობა და ბრძოლის უნარი კი ნამდვილად სამაგალითოა, მე მისი სოლიდარული ვარ და მოვითხოვ მის გათავისუფლებას. რაც შეეხება ახობაძის ვერდიქტს, სამართლიანი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი ბრალდება ჰქონდა წაყენებული, რომლის თანახმადაც, აქტივისტს, რომელიც აქციიდან ბრუნდებოდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკი უნახეს. გამოდის, მას არ ჰქონია ნარკოტიკი. მაშ, საიდან გაჩნდა ის და საერთოდ, როგორ შეიკერა ეს საქმე? ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. პირადად მე მოსამართლის ადგილას იმავე სასამართლოს სხდომაზე მოვითხოვდი იმ პოლიციელების დაკავებას, რომლებიც თავგამოდებით ამტკიცებდნენ სასამართლოს სხდომებზე, რომ ახობაძეს ნარკოტიკი ჰქონდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, მგონი, მოსამართლეები ნელ-ნელა ფხიზლდებიან და იწყებენ ზრუნვას საკუთარ მომავალზე უკვე პოსტივანიშვილის ეპოქაში”, - მიიჩნევს სანდრო თვალჭრელიძე.

“რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს აუცილებელია ოპოზიციამ გამოკვეთოს ლიდერი, რომელიც თბილისში მაინც შეძლებს სერიოზული ბრძოლის გამართვას. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ არჩევნების ბოიკოტი შეცდომა იყო, მაგრამ შეცდომის შემთხვევაშიც კი აუცილებელი იყო ერთიანობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბისმარკის სიტყვებს, რომ “თანმიმდევრული პოლიტიკა, თუნდაც მცდარი, ყოველთვის იმარჯვებს”. არ შეიძლება ასე ლერწამივით რყევა. მოსახლეობას სჭირდება დადებითი და მდგრადი კურსის ჩვენება. არადა, ერთიანი, ძლიერი კანდიდატის შემთხვევაში შესაძლებელია თბილისის მოგება... ჩემი შეხედულებით, ოპოზიციური კანდიდატი უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი, აპოლიტიკური და პატიოსანი ადამიანი. აქედან გამომდინარე, დასახელებული კანდიდატებიდან ჩემთვის ყველა მიუღებელია. განსაკუთრებით მერაბ სეფაშვილის დასახელება იყო მოულოდნელი, ლაპარაკიც არ მინდა ამაზე. ბარემ ლელა კაკულია ხომ არ დაგვესახელებინა? მერაბი კარგი ადამიანი და საუკეთესო მომღერალია, მაგრამ ის არ არის იმ წონის ფიგურა, ვინც მოსალოდნელ მძიმე ბრძოლას მოიგებს. მოგეხსენებათ, "ქართულმა ოცნებამ" ბევრი მითქმა-მოთქმის შემდეგ