“ბოლო საუკუნეებში ორი თაობა გავდა საოცრად ერთმანეთს. მე-20 საუკუნის 20-იანი წლების გარიჟრაჟის ბოლშევიკები და ნაცმოძრაობა. თავისი კაცთმოძულეობით, დაუნდობლობით, დუჟით, აქაფებული საუბრით, და “პროგრესულობით”. ზუსტად ერთი ერთში არიან , ძალიან თვალსაჩინოა მსგავსება.“-განაცხადა დავით მაღრაძემ რუსთავი2–ს გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასებისას “2030”-ის ეთერში ,
“არ ვიცი, რანაირად მოახერხა ბატონმა ივანიშვილმა და მერე ამ მთავრობამ გააგრძელა; ისე ამაღლდა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი, რომ რუსთავი2-ც კი სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის. ეს იგივეა, რომ ISIS შეუერთდეს ადამიანთა უფლებების დაცვის დეკლარაციას, ან ბუჰენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის შრომითი კოლექტივი აღსდგეს ებრაელი ხალხის უფლებების დასაცავად”-განაცხადა მაღრაძემ.
გადაცემაში დავით მაღრაძემ პრეზიდენტის საგანგებო განცხადებაც შეაფასა:” მოვისმინე განცხადებები, რომ საკონსტიტუციო წესრიგიდან შეიძლება გავიდეს ქვეყანა. მე ამის არანაირ საფუძველს არ ვხედავ , თუმცა ვიღაც შეიძლება თავისი ჯანსაღი სულიერი მდგომარეობიდან გავიდეს, ან უკვე გავიდა. რა მხარეებზე და რა დაპირისპირებაზეა ლაპარაკი. რამდენიმე ადამიანი სადღაც შეიკრიბება , ამ გაჭირვებულებს უყურებს ყველა საელჩო. ატყუებენ , რომ მათ ყავთ უამრავი მხარდამჭერები , მიდის მოწოდებები შემოგვიერთდითო, არავინ არ ემატებათ და არიან ამ უბედურ დღეში . ცოტა კონფესიური ხასიათის ეს პოლიტიკური ორგანიზაცია ყოველ ჯერზე მართავს თავის სამოქალაქო პანაშვიდს. სხვა რეალობა აქ არ ჩანს”-განაცხადა დავით მაღრაძემ.