„თქვენ ხართ გაფუჭებული, გატუტუცებული ტელევიზია, მაგრამ არასოდეს ვიქნები „რუსთავი 2“ -ის დახურვის მომხრე“

„თქვენ ხართ გაფუჭებული, გატუტუცებული ტელევიზია, მაგრამ არასოდეს ვიქნები „რუსთავი 2“ -ის დახურვის მომხრე“

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ადა მარშანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც ირაკლი ტაბლიაშვილი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებიტ საკუთრ პოზიციას აფიქსირებდა. ადა მარშანიამ განაცხადა, რომ „რუსთავი 2-ს“ ინტერვიუს მისგან აღება არასდროს უნდაოდა და არც ეხლა არ უნდა. ჟურნალისტის განმარტებაზე რომ ის პირდაპირ ეთერში იმყოფებოდა და ირაკლი ტაბლიაშვილის შემდეგ შეძლებდა საკუთრი პოზციის დაფიქსირებას, ადა მარშანიამ განაცხადა, რომ იგი სპეციალურად ჩაერთო პირდაპირ ეთერში.

„თქვენ ხართ გაფუჭებული, გატუტუცებული ტელევიზია. მაგრამ არასოდეს არ ვიქნები „რუსთავი 2“ -ის დახურვის მომხრე და ძალიან გთხოვთ, ნუ წარმოაჩენთ საქმეს ისე, ვითომ „რუსთავი 2“-ი  იხურება და დემოკრატიის შუქურა ისპობა. იქ მიმდინარეობს მფლობელის შეცვლა თუ არ შეცვლა და აი, ეს პროცესია. თქვენ როგორც ყოველთვის დიდი ზარზეიმით ამრუდებთ ფაქტებს და ვითარებას და ატყუებთ მოსახლეობას, მეტი არაფერი“, - განაცხადა მარშანიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა მარშანია, რომ ქიბარ ხალვაშის მოსვლის შემდეგ სარედაქციო  პოლიტიკა არ შეიცვლება, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მან არ იცის შეცვლის თუ არა ხალვაში სარედაქციო პოლიტიკას.

„რასაკვირველია არ ვიცი. თქვენ ტყუით, როცა აცხადებთ, რომ ტელევიზია იხურება. თუ ბატონმა ირაკლიმაც იგივე თქვა, ესე იგი ისიც იტყუება. თქვენ ტყუით იმაში, რომ „რუსთავი 2“ იხურება, როგორც ტელევიზია და დემოკრატიის შუქურა მოისპობა საქართველოში. ეს არის ტყუილი, მორიგი ტყუილი თქვენგან.

როგორც ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრის განცხადება იყო ჩემთვის მიუღებელი, ასევე მიუღებელია ჩემთვის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება. ეს პოზიცია მინდა დავაფიქსირო. მანამ ვერ დავაფიქსირებდი ამ ჩემს პოზიციას, სანამ არ შევიჭრებოდი თქვენს ეთერში. „რუსთავი 2“-ისთვის ინტერვიუს მისაცემად რიგში არასოდეს ჩავდგები“,-განაცხადა მარშანიამ. 

https://www.youtube.com/watch?v=OiVyIX1mY-4&feature=youtu.be