რუსეთის იზოლირება, მიუხედავად შიდა პოლიტიკური უთანხმოებისა, დასავლეთმა მაინც ვერ მოახერხა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Der Spiegel წერს.
„მიუხედვად იმისა, რომ დასავლელი პოლიტიკოსების ამ განცხადებას მანტრასავით იმეორებდნენ, რუსეთი საერთაშორისო იზოლაციაში არ აღმოჩნდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროპელები არა 21-ე, არამედ მე-19 საუკუნეში ცხოვრობენ. დიდი ხანია მსოფლიო პოლიტიკა ევროპის გარშემო აღარ ტრიალებს და აღარც ამერიკას, ობამას ხელმძღვანელობით, შეაქვს მსოფლიო პოლიტიკაში განსაკუთრებული წვლილი“, - აღნიშნავს გამოცემა.
დასავლელი ექსპერტების და მედიის აზრით, მსოფლიოს სტაბილურობის შენარჩუნების ძველმა გზებმა უკვე დაკარგეს აქტუალობა - ჰელსინკის 1975 წლის ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ევროპის 33 სახელმწიფოს გარდა, კანადამ და ამერიკამაც მოაწერა ხელი, საჭიროა ცვლილებები. ევროპას კი ახალი შეთანხმებები სჭირდება.
რამდენიმე წლიანი სამხედრო შეთანხმება საფრანეგთსა და რუსეთს შორის „მისტრალის“ ტიპის სამხედრო გემების გადაცემის შესახებ, გაზაფხულზე საბოლოოდ ჩაიშალა. ევროპის ზეწოლის მიუხედავად, ფრანსუა ოლანდი მოლაპარაკებებს პუტინთან მაინც აწარმოებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სამხედრო ქმედებები არ შეაჩერა, ევროპამ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ოლანდს ეს შეთანხმება მაინც შეაჩერებინა.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე საფრანგეთმა განაცხადა, რომ რუსეთის ნაცვლად, „მისტრალის“ ტიპის სამხედრო გემებს, ევროკავშირის საგარეო სამსახურს გადასცემდა. ორივე „მისტრალი“ საფრანგეთმა რუსეთის დაკვეთით ააგო, თუმცა უკრაინის კრიზისის გამო, მოსკოვთან გარიგება შეაჩერა. „მისტრალი“ შვეულმფრენმზიდია. მას 15 მოიერიშე ვერტმფრენის, 70 ჯავშანმანქანისა და 500-მდე ჯარისკაცის გადაყვანა შეუძლია.
სულ ცოტა ხნის წინ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ვაშინგტონში შეხვედრის დროს ღიად განაცხადა, რომ რუსეთს საბოლოოდ განუცხადა უარი „მისტრალის“ მიყიდვაზე და შვეულმფრენმზიდი ამერიკას შესთავაზა. ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ეშტონ კარტერმა ეს შეთავაზება უპასუხოდ დატოვა, დრაინის უწყებას კი კრემლისთვის 1,2 მილიარდი ევროს გადახდა მოუწევს ჩაშლილი მოლაპარაკების გამო.
Franc Press-ის ინფორმაციით, „მისტრალის“ შეძენის სურვილი კანადამ, ინდოეთმა, სინგაპურმა და ეგვიპტემ დრიანის განცხადებისთანავე გამოთქვეს. საფრანგეთის ასაბლეის 13-მა წევრმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, 8 წინააღმდეგი წავიდა.
„რამდენიმე ქვეყანა რიგში ჩადგა ჩვენი ორი გემის საყიდლად, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ რეალურ მყიდველს ამ კვირაშივე ვნახავთ“, - აცხადებდა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი დრიანი.
რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრემიერ მინისტრის მანუელ ვალსის ეგვიპტეში სტუმრობისას, საფრანგეთმა ხელი მოწერა ეგვიპტისთვის ორი შვეულმფრენმზიდის გადაცემის ხელშეკრულებას.
Reuters-ის ინფორმაციით, ეს შეთანხმება მას შემდეგ გადაწყდა, რაც არაბეთის ლიგის ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში, ეგვიპტემ საუდის არაბეთთან ერთად, შვეულმფრენმზიდის შეძენა გადაწყვიტა. გარდა ამის, საუდის არაბეთი, ეგვიპტესთან ერთად, სწორედ იმ 1,2 მილიარდ ევროს გადაუხდის საფრანგეთს, რაც მას რუსეთისთვის „მართებს“.
სააგენტოს ინფორმაციით, ეგვიპტის მხარე ერთი გემის ხმელთაშუა ზღვის, მეორეს კი წითელ ზღვის ტერიტორიულ წყლებში განთავსებას აპირებას.
ამერიკა და დასავლეთი ღიად ადანაშაულებენ რუსეთს სირიაში სამხედრო ქმედებების განხორციელებასა და ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში, მათი განცხადებით, რუსეთი არა ტერორიზმს და ისლამურ სახელმწიფოს, არამედ ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეებს ებრძვის და მათ ბანაკებს ბომბავს. რუსეთის წინააღმდეგ, თურქეთიც გამოვიდა, რომელმაც კრემლი საჰაერო სივრცის მიზანმიმართულ დარღვევში დაადანაშაულა. ოფიციალურმა კრემლმა ბოდიში მოიხადა, თუმცა თურქეთის პრეზიდენტი რუსული გაზის შესყიდვის შეწყვეტით დაიმუქრა.
დასავლური მედია და ექსპერტები აღმოსავლეთში და კერძოდ, სირიაში მიმდინარე მოვლენებში მსოფლიოს ახალი გადანაწილების მცდელობებს ხედავენ ამერიკას, რუსეთსა და ჩინეთს შორის, თანაც ამერიკა და დასავლეთი ჩინეთის და რუსეთ-ირანის შესაძლო საერთო ინტერესებზე საუბრობს.
ამ ფონზე კი მეტად უცნაურად ჟღერს ევროკავშირის წარმომადგენლის საგარეო და უშიშროების საკითხებში ფრედერიკა მოგერინის განცხადება ერთიანი პოლიტიკური პროცესის დაწყების შესახებ. მოგერანის განცხადებით, რუსეთს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს პოლიტიკური პროცესების მოგვარებაში სირიაში და ბაშარ ასადზე ზეგავლენის მოხდენაში, სწორედ ამიტომ ევროკვშირი განიხლავს რუსეთის როლს სირიის კონფლიქტის მოგვარებაში.
„მე უნდა აღვნიშნო ის როლი, რაც რუსეთს შეუძლია ითამაშოს და არსებული რეჟიმზე მოახდინოს ზეგავლენა და ჩართოს პოლიტიკურ პროცესში. ამისთვის კი საჭიროა, პირველ რიგში, სწორედ პოლიტიკური პროცესები დაიწყოს“, - აღნიშნა მოგერინიმ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალური შეხვედრის შემდეგ.