ევროპის სარკინიგზო კავშირის წარმომადგენლები თავის გამოცდილებას ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ. დელეგაციას CER ევროპის სარკინიგზო კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ლიბორ ლოხმანის ხელმძღვანელობს. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველოს რკინიგზამ რვა ძირითადი დირექტივა და რეგულაცია უნდა დანერგოს. მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ევროკავშირთან ინტეგრიაციის დროს მიღებული მსგავსი დირექტივების გაზიარება უკვე მოახერხეს.
სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებას და სარკინიგზო სფეროში ევროდირექტივების და რეგულიაციების დანერგვის განხორციელებას მიეძღვნა სემინარი, რომელიც დღეს სასტუმრო „რედისონში“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გახსნა.ლიბორ ლოხმანი კი სემინარის მონაწილეებს სარკინიგზო სფეროში უკვე არსებულ გამოცდილებას გაუზიარებს.
როგორც სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, მნიშნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება, მართალია ეს რეგულაციები რთულია და ბევრ ძალისხმევას საჭიროებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ გზაზე ჩვენ მარტო არ ვართ.
„ევროპის სარკინიგზაო კავშირის წევრი საქართველოს რკინიგზაც არის. მნიშვნელოვანია, რომ იმ გზაზე, რაც უკავშირდება ევროპულ სტანდარტთან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, კანონმდებლობის, ამ შემთხვევაში კი რკინიგზის ფუნქციონირების მიყვანას, მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენთვის ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს, რომ ან სტანდარტებს ჩვენი ევროპელი პატრნიორების დახმარებითა და მათი ხელშეწყობით მივაღწიოთ.
ჯერჯერობით ჩვენ მოსამზადებელ პერიოდში ვართ. ზოგადად, ეს რეგულაციები იოლი არცერთი არ არის. ყველა საჭიროებს ძალიან დიდ ძალისხმევას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იმ პერიოდს მზად ვიყოთ, როდესაც მისი ამოქმედება იქნება საჭირო“, - განაცხადა ბაქრაძემ.
CER-ის ევროპის სარკინიგზო კავშირის აღმასრულებელმა დირექტორის ლიბორ ლოხმანის განცხადებით, დღევანდელი კონფერენციიის მთავარ მიზანს ეროვნული საკანონმდებლო სისტემის ევროპულ სისტემაზე მორგება წარმოადგენს. „ჩვენ უნდა მიაღწიოთ იმას, რასაც დღესდღეობით ევროკავშირმა მიაღწია. რკინიგზისთვის ხელის შეწყობა კი ეხმარება მას, მომხმარებლებისთვის მეტად მიმზიდველი იყოს", - განაცხადა ლოხმანმა.
როგორც საქართველოს რკინიგზის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა აკაკი საღირაშვილმა For.ge-სთან საუბარში განაცხადა, ევრორეგულაციების დანერგვისას მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების გაზრდა რკინიგზაზე სოპერაციო საქმიანობის დროს, პრევენცია განსაკუთრებული შემთხვევების - მაგალითად, ავარიის და ა.შ, აგრეთვე უმნიშვნელოვანესია სარკინიგზო ოპერატორებისთვის ბაზრის გახსნა, რაც კიონკურენტურიანობას გაზრდის და ახალი ტვირთების შემოზიდვას შეუწყობს ხელს.
„ევროპული გაგებით რკინიგზა ორად გაყოფილი ინფრასტრუქუტურაა -სადისპეჩერო, ნავიგაცია და სარკინიგზო მოთამაშეები. ეს შეიძლება იყოს სატვირთო გადაზიდვებისთვის ან მგზავრთა გადაყვანისთვის.არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება იყოს კერძო საკუთრებაც. ევროპის მსხვილი რკინიგზები უმრავლეს შემთხვევებში, კომპანიები თვითონ ფლობენ საკუთარ გადამზიდავ და გადამყვან კომპანიებს. ეს ბაზარზე კონკურენტუნარიანობას ზრდის, რაც ახალი ტვირთების მოზიდვას შეუწყობს ხელს, როცა კერძო ინტერესებიც იქნება ჩადებული.
ინფრასტრუქტურაზე დაშვების უფლებაზე გადასახადი განისაზღვრება და ნებისმიერ ე.წ სარკინიგზო ოპერატორს უფლება ექნება ისარგებლოს რკინიგზის ქსელით და ამაში თანხა გადაუხადოს ინფრასტრუქტურულ მენეჯერს. აგრეთვე მნიშვნელოვანია მემენქანეების ლიცენზირება, ასევე მგზავრთა უფლებების დაცვა. ევროპაში მგზავრთა უფლებების განსხვავებული სტანდარტები არსებობს-მაგ. დაგვიანებული ბილეთის, დაკარგული ბარგის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მგზავრების უფლებების დაცვის განხორციელება და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავნერგოთ, გადავაკეთოთ ბაქნები. მინდა ავღნიშნო, რომ ახალი მატარებლები ამ სისტემით აღჭურვილი უკვე არის“,-აღნიშნა საღირაშვილმა.
რაც შეეხება რომელი ევროპული ქვეყნების გამოცდილებას გაიზაირებს ქართული რკინიგზა, საქართველოს რკინიგზის ოპერაციათა მართვის დეპარტამენტის უფროსის აზრით, მნიშვნელოვანია მაღალგანვითარებული ევროპული ქვეყნების კომპონენტების დანერვა, თუმცა მნიშვნელოვან მაგალითს ბალტიისპირეთის ქვეყნები წარმოადგენენ.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებაა, რომლებიც იგივე სისტემიდან მოდიან. თუმცა, ჩვენც ასე ვფიქრობთ და ჩვენს კონსულტანტებსაც იგივე აზრი გააჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ, ანუ - ახალი ევროპის გამოცდილებაც. ეს ასევე არ გამორიცხავს იმას, რომ მაღალგანვითარებული ევროპული ქვეყნებშიც ვეძიოთ ისეთი კომპონენტები, რომლებიც შეგვიძლია ჩვენ დავნერგოთ. მიგვაჩნია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების გზა იქნება ყველაზე ნათელი მაგალითი, რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა გადავიდეთ ახალ სტანდარტებზე“,-აღნიშნა საღირაშვილმა.