ირაკლი კობახიძე: ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, შესაბამისად, ვფიქრობ, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის კუთხით

ირაკლი კობახიძე: ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, შესაბამისად, ვფიქრობ, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის კუთხით

ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, შესაბამისად, ვფიქრობ, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის კუთხით, ჩვენი რეიტინგები მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის რეიტინგი რეალურ მდგომარეობას ასახავს. 

„მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს კვლევა არის ჩატარებული იქამდე, ვიდრე ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავამკაცრებდით კანონის აღსრულებას. ვფიქრობ, მომავალი წლის რეიტინგი იქნება კიდევ უფრო უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით, იქნება ეს კორუფციული, ნარკოტიკული, ორგანიზებული დანაშაული, თუ მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული. ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში უზრუნველვყოფთ კანონის კიდევ უფრო მეტად მკაცრად აღსრულებას, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც, ჩვენი რეიტინგები მომავალი წლისთვის  კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.