ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტმა -IDFI-მა სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ დისკუსია გამართა თემზე „ეროვნული ვალუტის დევალვაციის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ეროვნული ვალუტის დევალვაციის მიზეზებზე, ეროვნული ვალუტის დევალვაციის სტრატეგიაზე „საქართველო 2020“-თან მიმართებაში და საქართველოს ეროვნული ბანკის როლზე ამ პროცესის დარეგულირების საქმეში. დისკუსიას დამოუკიდებელი ექსპერტები და საფინანსო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსის ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საქართველოს მთავრობას ლარის დასტაბილურებასა და გამყარებაში გარკვეული მოლოდინები გააჩნია, თუ არ იქნა დამატებითი შოკები. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, წელს ბიუჯეტის ხარჯვა ძალიან თანაბარია და მთავრობას მეტი მაკროეკონომიკური მიზნებიც გააჩნია.
”წელს ბიუჯეტის ხარჯვა არის ძალიან თანაბარი. ამას დიდ ყურადღებას და მნიშვნელობას ვანიჭებთ. ბიუჯეტს წელს გაცილებით უფრო მეტი მაკროეკონომიკური მიზნები აქვს, ვიდრე შემოსავლების გადანაწილების, იმპრობლემებიდანგამომდინარე, რომლებიცყველამვიცით. მოხდა ბიუჯეტის შემცირება და ეს განხორციელდა იმიტომ, რომ ხელისუფლებას შეემცირებინა საგადასამხდელო ბალანსზე ზეწოლა. საგარეო ფაქტორები სავალუტო კურსში უკვე ასახულია. შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ არ იქნა დამატებითი შოკები ლარის მიმართ, ლარის კურსი სტაბილური უნდა იყოს და გამყარებასაც უნდა ველოდოთ“, -განაცხადა გაგუამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ბარბაქაძის განცხადებით, ის პროცესი, რაც დღეს საქართველოში ხდება, გავლილი აქვს ბევრ ქვეყანას, მათ შორის ევროპულ ქვეყნებსაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში. ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ რომ რეზერვების ხარჯვას აზრი არ აქვს, რადგან ამ შემთხვევაში მოხდება გადავადება, თუმცა გაუფასურება მაინც იქნება.
„ამას დაემატება სპეკულაცია. თუკი კურსი გაუფასურებულია, ვხედავთ, რომ სავალუტო შოკია, შემოდინებები არ არის და გადინება დიდია და ამ დროს ვიღაცა ამას ხელოვნურად აჩერებს, იქნება მოლოდინი იმისა, რომ დღეს თუ ხვალკურსი აუცილებლად გაუფასურდება. ასეთი მოლოდინის შემთხვევაში უმეტესობა, ვისაც ლარში აქვს ნაღდი ფული ან დეპოზიტი, მას დოლარში გადაახურდავებს“, - განაცხადა გიორგი ბარბაქაძემ.
დამოუკიდებელი ანალიტიკოსის ირაკლი დოღონაძის აზრით, მოსახლეობამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რადგან ადრე თუ გვიან დოლარი მაინც დასტაბილურდება.
როგორც ექსპერტი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, მოსახლოებამ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეიძნოს დოლარი და არ მოხდეს მარაგით დოლარის დაგროვება.
„მოსახლოებამ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეიძინოს დოლარი, არ უნდა მოხდეს მარაგით დოლარის დაგროვება, რადგან ეს იქნება დიდი შეცდომა. მოსახლეობამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე. დოლარის კურსი ადრე თუ გვიან მაინც დასტაბილურდება და აჟიოტაჟიც მალე ჩაცხრება. საბოლოოდ მაინც ლარში მოუწევთ გადმოსვლა, რადგან საგადამხდელო ფუნქციას საქართველში მაინც ლარი ასრულებს, მარკეტში დოლარით ვერ შეიძენ რამეს, ლარში მოგვიწევს კონვერტირება და საბოლოოდ დაზარალდება ის ადამიანი, ვინც მარაგით წინასწარ შეიძენს დოლარს.
საგარეო შოკის ეფექტი კურსში უკვე ასახულია და საგარეო შოკის კუთხით ლარის გაუფასურებას არ უნდა ველოდოთ“,-აცხადეს დოღონაძე.
ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძეს მიაჩნია, რომ ლარის დევალვაციის შედეგი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თვითონ მისი გაუფასურება. საქართველოში კი ეს პრობლემა ბევრად უფრო მტკივნეულია, იმიტომ, რომ მოსახლოებას შემოსავალი აქვს ლარში, სესხი კი დოლარში აქვთ აღებული.
„მაგალითად, თურქეთში, ევროპაში ადგილობრივი ვალუტის დევალვაცია პრობლემა არ არის, რადგან მოსახლეობას იმ ვალუტაში აქვს შემოსავალი, რა ვალუტაშიც სესხი აქვს აღებული. შესაბამისად, პრობლემა საქართველოსთვის ხდება ძალიან მტკივნეული იმიტომ, რომ ჩვენ შემოსავლი გვაქვს ლარში, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს კი სესხი დოლარში აქვს აღებული. ეს ამწვავებს სიტუაციას. მეორე, როცა დევალვაცია ხდება თურქეთში, ევროპაში, ამით ადგილობრივი წარმოების ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებას ახალისებენ. ჩვენ კი უბრალოდ, ეს ციკლი გვაქვს ძალიან დაბალი“,-აღნიშნავს კალანდაძე For.ge-სთან საუბარში.
ექსპერტის აზრით, ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის და ეროვნული ბანკის მთავარ აქცენტს უნდა წარმოადგენდეს ერთის მხრივ დოლარიზაციის ხარისხის შემცირება, მეორეს მხრივ კი დოლარში აღებული სესხების მაქსიმალურად შემცირება და რეფინანსირების სესხის კომერციულ ბანკებზე მიცემა.
„ეს არ არის ველოსიპედი. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონკრეტული რეკომენდაცია. FCB-ის დოკუმენტში წერია-არაჰეჯირებული სესხები მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს და მეორე საკითხი - ეს არის რეფინანსირების სესხი, რომელიც ასევე პრობლემაა.
რაც არ უნდა ვთქვათ და უკაცრავად, რითიც არ უნდა „გავაპრაოთ“, რომ ეს გაიცემა იმიტომ, რომ ბანკებს ლიკვიდობა აქვთ. რეფინანსირები სესხის კომერციულ ბანკებზე მიცემა აძლიერებს დოლარზე მოთხოვნას. თუ მაინცდამაინც უნდა მივცეთ კომერციულ ბანკებს რეფინანსირების სესხი, მივცეთ დოლარში, იმიტომრომ ამ დოლარის ბაზარზე გამოტანა, იწვევს ლარზე მოთხოვნის გაზრდას და საბოლოოდ ის მიზანი,რა მიზანზეც ვსაუბრობთ. რომ დოლარიზაციის მაჩვენებლები შევამციროთ და ლარზე მოთხოვნა გავზარდოთ, იქნება მიღწეული. ავიცილებთ თავიდან რეზერვების ხარჯვის პარაქტიკას და ამავდროულად, ბანკების ლიკვიდობის პრობლემაც გადაწყდება. ეს, რაზეც მე ვსაუბრობ, გადაუდებლად უნდა გაკეთდეს“,- აცხადებს კალანდაძე.