დავათვალიერეთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, რომელიც აღდგა ფონდი „ქართუს" ძალისხმევით და რომელშიც განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, მინდა, ფონდს და პირადად ბიძინა ივანიშვილს გადავუხადო მადლობა ამ არაჩვეულებრივი პროექსტისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.
მისივე თქმით, ჰაბი ახალგაზრდებს საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობას მისცემს.
„შენობაში განთავსდება ახალგაზრდული ჰაბი, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ თვითრეალიზების, საკუთარი იდეების რეალიზების საშუალება და მნიშვნელოვანია ამ კუთხითაც ამ ულამაზესი შენობის რეაბილიტაცია,"- განაცხადა პრემიერმა