მოსამზადებლათ დაგჭირდებათ: წიწილა 1ც, ერბო 20გრ, სულგუნი 100გრ, ბროწეული და მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: გასუფთავებული, გარეცხილი და მარილმოყრილი წიწილის მუცლის ღრუ გამოვტენოთ წვრილად დაჭრილი სულგუნით. გავკეროთ ძაფით, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შეწვის დროს ხანგამოშვებით წავუსვათ ერბოში არეული ბროწეულის წვენი. როცა მზად იქნება, ძაფები მოვაცილოთ, დავჭრათ და ისე მივიტანოთ სუფრაზე.