1.როგორ და რაში დაიხარჯა 2008 წელს ევრობორდებით აღებული 500 მლნ. დოლარი. სად არის გაზსაცავი, ჰესები და 25 ათასი სამუშაო ადგილი, რასაც სამი წლის წინ მთავრობა ხალხს ჰპირდებოდა? 12 აპრილს, ძველი ვალების გადასაფარად, მთავრობამ მორიგი 500 მლნ ღირებულების ევროობლიგაციები გამოუშვა, ამჯერად 10 წლის ვადით. ეს ამბავი პრეზიდენტმა მოსახლეობას პირდაპირ ეთერში მიულოცა. რა ვალებს უტოვებს გილაურის მთავრობა ჩვენს შვილებს, - ანა გოჩაშვილის სიუჟეტში.
2.სამი წლის გამოუძიებელი საქმე, რომელიც მალე სტრასბურგის სასამართლოში წავა. 2008 წლის აგვისტოში, აჭარაში, პოლიციელებმა თავდაცვის სამინისტროს მზვერავი, როინ შავაძე მოკლეს. ოფიციალურად ამას სპეცოპერაცია დაერქვა. არაოფიციალურად კი, შავაძეს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი. ვინ აყოვნებს გამოძიებას და რატომ სდუმს პროკურატურა? შავაძის საქმეზე სიმართლის დადგენით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტია დაინტერესებული.
3.მუხრანის წყალი - ნაწილი მეორე. წინა გადაცემაში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ დადგა სპექტაკლი იმერეთის და კერძოდ, საჩხერის ხელისუფლებამ. თუმცა არგვეთში პრეზიდენტი სააკაშვილი ჩავიდა და ხალხს წყალსადენის რეაბილიტაციის დასრულება მიულოცა. რიგითი არგვეთელები ყვებოდნენ, რომ რეალურად სოფელს წყალი არ მიეწოდებოდა. ამ ვერსიის გასაბათილებლად ხელისუფლებამ სოფელში, მოდელირებაში გაწაფული ჟურნალისტები ჩაიყვანა.
4. არაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში. როგორ უმასპინძლეს ბაღაფშს ანკარაში. თურქული და ქართული მხარეების ვერსიით, ბაღაფში თურქეთში სამკურნალოდ ჩავიდა. აქამდე თურქეთი აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერისთვის დახურული იყო.