მომზადების წესი: დავჭრათ ლავაში კვადრატული დიდი ზომის ნაჭრებად, ასევე ყველი დავჭრათ ბრტყელ-მოგრძო ზომის ნაჭრებად. დავჭრათ მწვანილი ძალიან წვრილად. თითოეულ ლავაშის კვადრატზე მოვალაგოთ ყველი და მწვანილი და გადავახვიოთ. დავასხათ ტაფაზე მცენარეული ზეთი, მოვალაგოთ ლავაშის დახვეული ნაჭრები და შევდგათ გახურებულ გაზქურაში. მზად იქნება მაშინ, როცა მიიღებს მოწითალო ფერს.
საჭირო ინგრედიენტები:
თხელი ლავაში (უმჯობესია სომხური)
ყველი
მწვანილი (ქინძი, ოხრახუში)
მცენარეული ზეთი
შეგიძლიათ მეორენაირადაც გააკეთოდ:
ავიღოთ ლავაში. წავუსვათ მაიონეზი და ზემოდან მოვალაგოთ გახეხილი ყველი. დავჭრათ წვრილად მწვანილი და დავადოთ ზემოდან მეორე ლავაში. მასზე ასევე წავუსვათ მაიონეზი და მოვაყაროთ გახეხილი სტაფილო. შემდეგ ისევ დავადოთ მესამე ლავაში და მასზედაც წავუსვათ მაიონეზი. ამჯერად ზემოდან ძალიან წვრილად დაჭრილი ლორი მოვალაგოთ. ყველაფერი ეს დავახვიოთ და დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.
საჭირო ინგრედიენტები:
ლავაში: სამი ცალი
ყველი – 150 გრამი
სტაფილო – 150-200 გრამი
ლორი – 200 გრამი
ოხრახუში
კამა
მაიონეზი
Geowomen.ge