ეს არის უგემრიელესი და უმარტივესი დესერტი, მას ტურისტულ ნამცხვარსაც ეძახიან, რადგან ის ნაკვერცხალში მზადდება. გაუთლელი, კანიანი ბანანი ოდნავ ჩაჭერით სიგრძეზე და შიგნით ჩადეთ შოკოლადის ნატეხი, შემდეგ გადაახივიეთ ფოლგაში და ჩამარხეთ ცხელ ნაკვერცხალში. 10-15 წუთის შემდეგ გამოიღეთ და მიირთვით. ამ დესერტის მომზადება შეგიძლიათ ქურაშიც, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ნაკვერცხლებში მომზადებული გაცილებით არომატულია.
საჭირო ინგრედიენტები:
ბანანი – 4 ცალი
შოკოლადი – ნახევარი ფილა
Geowomen.ge