ბოსტნეულის სალათა ბრინჯით

ბოსტნეულის სალათა ბრინჯით

ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში 15 წუთის განმავლობაში. გავწუროთ და გავაციოთ.

სალათის სოუსის მოსამზადებლად ავთქვიფოთ ლიმონის წვენი, ზეთი და მარილი.ბრინჯს შევურიოთ თხელ რგოლებად დაჭრილი კიტრი და ზეთისხილი, ბარდის მარცვლები, წვრილად დაჭრილი პომიდორი, წიწაკის ნაჭრები, დავასხათ მომზადებული სოუსი და ავურიოთ. სალათა მოვრთოთ მწვანილით.

სალათისთვის საჭირო ინგრედიენტები: 

ბრინჯი  - 1 ჭიქა

პომიდორი  - 3

კიტრი  - 3

ბულგარული წიწაკა  - 1 (წითელი)

ბარდა  - 1/2 ჭიქა

ლიმონის წვენი  - 1/2 ჭიქა

ზეთი  - 1/2 ჭიქა

ოხრახუში  - გემოვნებით

კამა  - გემოვნებით

ზეთისხილი  - გემოვნებით (უკურკო)

მარილი  - გემოვნებით

gurmani.ge