ეს შეუსაბამობა დედაქალაქ თბილისში, არა მხოლოდ იმ ფეხით მოსიარულეებს უქმნის საფრთხეს, რომლებიც ქუჩის გადაკვეთისას მიწისქვეშა გადასასვლელებს უვლიან გვერდს. როგორც კავკასიის კვლევის რესურსცენტრის (CRRC) ამ ბოლოდროინდელ ანგარიშშია ნათქვამი, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ტენდენციის ნაწილია. სოციალური მეცნიერების ენაზე, საქართველოს არასაკმარისი „სოციალური კაპიტალი“ აქვს: იმ ნდობის, ჩვევების და ინსტიტუტების ნაზავი, რომელიც საზოგადოებას კრავს.
ამ მოვლენის ფესვები ნაწილობრივ ისტორიაში უნდა ვეძებოთ. კომუნიზმის დროს ადამიანებს დაუკითხავად აწევრიანებდნენ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც იყო პიონერია. პირქუშმა პოსტ-კომუნისტურმა რეალობამ მალევე გააქარწყლა ახლად გაჩენილი მოლოდინები. უნდობლობა და იმედგაცრუება საზოგადოებრივი ქმედებებით საყოველთაოდაა გავრცელებული, ხოლო აპათია და ფატალიზმი ჩვეული მოვლენაა. ამიტომ არ არის გასაოცარი, რომ საზოგადოებრივ და პროფესიონალურ ასოციაციებში ქართველთა 1%-ზე ნაკლებია გაერთიანებული.
იმისთვის რომ ბაზრით მართულმა დემოკრატიულმა ქვეყანამ ეფექტურად იფუნქციონიროს, თანამშრომლობა ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც კონკურენცია.
ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ქვეყნის ფერმერობაა. ერთ დროს საბჭოთა კავშირის სასოფლო-სამეურნეო ცენტრი საქართველო, დღეს თავისი სათესი მიწების 50%-ზე ნაკლებს ამუშავებს. სამუშაო ძალის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაზე მოდის, არადა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 10%-ზე ნაკლებია.
მაგრამ ფული და უცხოური გამოცდილება საკმარისი არ არის. ქართველებს თავისი პატარა ნაკვეთების დამუშავება ურჩევნიათ. იმისთვის რომ ფასები შეამცირონ და გააუმჯობესონ პროდუქტიულობა, მათ კოოპერირება სჭირდებათ. როგორც ერთმა მაღალჩინოსნმა ავტოკრატმა თქვა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შეუძლიათ შეამცირონ საოპერაციო ხარჯები და საბითუმო მყიდველთან გაზარდონ ფერმერების საბაზრო ძალა, მაგრამ ასეთ თანამშრომლობას აფერხებენ. კოოპერატივები ორმაგად იხდიან გადასახადებს, როგორც საწარმოები და კერძო პირები.
ისინი იმაზეც კი ვერ შეთანხმებულან, როგორ გაუწიონ ოპონირება მთავრობას. ზოგიერთი, მაგალითად ნინო ბურჯანაძე ითხოვს ჟასმინის ტიპის რევოლუციას, რომელიც 2 მაისს „ეროვნული დაუმორჩილებლობის დღით“ უნდა დაიწყოს. ეს პოზიცია ალბათ ვერ იქნება წარმატებული და თუნდაც იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ოპონენტთა შორის ყველაზე სანდო ირაკლი ალასანია მედგრად ეწინააღმდეგება ქუჩის აქტიურობას და საარჩევნო ყუთებს ანიჭებს უპირატესობას.
არჩევნების დროს ოპოზიციამ ვერ მოახერხა ერთიანი კანდიდატის შერჩევა და ნაწილობრივ ამიტომაც მმართველმა პარტიამ ასე გამოიჩინა თავი გასული წლის არჩევნებში. ის რაც ოპოზიციურ პოლიტიკოსებს ჰყოფს, ხშირად ჩრდილავს იმას, რაც მათ აერთიანებს და ხანდახან ამას სათაკილო შედეგებიც მოჰყვება. გასულ თვეს, ორმა ჩვეულებრივ სიტყვაუხვმა მნიშვნელოვანმა ოპოზიციურმა ფიგურამ მიუნჰენის აეროპორტში საუბარში მუშტები მოიშველია.
[foreignpress.ge]