ბელარუსიის შსს-ს დაცვის დეპარტამენტის პირველმა პირმა და დელეგაციის წევრებმა ქართველი კოლეგებისგან, ბოლო წლებში საქართველოს პოლიციაში გატარებული რეფორმების შესახებ მოისმინეს. დეტალურად გაეცნენ და ისაუბრეს ახალი ინფრასტრუქტურული სიახლეების, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესების და დაცვის მომსახურების სამუშაო სპეციფიკის შესახებ.
სამდღიანი ვიზიტი ბელარუსიის შსს-ს დაცვის დეპარტამენტის ინიციატივით ხორციელდება. შეხვედრის მთავარი თემაა სპეცდანიშნულების და არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილება, დაცვა-ესკორტირება, პირადი დაცვა და ფულადი სახსრების ინკასაცია.
ბელარუსიის შსს-ს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დაცვის პოლიციის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოების მუშაობის პროცესს გაეცნენ კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში.