“ძაღლებო! სადისტებო! კაცის მკვლელებო! მოვა თქვენი დროც, პრემიის გამო ყველაფერზე წამსვლელებო! აქციებზე ხშირად სცემენ და აპატიმრებენ უდანაშაულო ადამიანებს. გადაჰყავთ უსამართლო სასამართლოში, სადაც უვიცი და ურცხვი მოსამართლედ წოდებულებს ამ უდანაშაულო,მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის გამოაქვთ უმკაცრესი სასჯელი. მოგეთხოვებათ ავოეე!!!“ – მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო, და სხვა კარგი ამბებიც მოხდა, ქართულ ინტერნეტფორუმებზე მაინც ზემოთ მოყვანილი ფრაზების შესაბამისი განწყობა იყო. პოლიტიკაა ჩვენი “რაღაცნაირობის“ თავი და თავი...
რას ნიშნავს ქურდული სამყაროს წევრობა? განმარტეთ...
Kristi 23: “კი ბატონო, გასაგებია, ქურდს იჭერ, საშიში მოვლენაა საზოგადოებისთვის,
მაგრამ აი ქურდული სამყაროს წევრობა რა ოხრობაა ამიხსენით... თუკი ქურდს იცნობ, ან ქურდის დეიდაშვილს იცნობ, ამაზე უკვე “სროკია“ ამის დედა ვატირე. მოხდა ისე, რომ საქმის გარჩევაში მიიღე მონაწილეობა, არაფერი ისეთი, ნუ ჩვეულებრივი მტყუან–მართალის გარკვევა, საუბარი... ჰოდა ამ საქმის გარჩევაში ქურდის ახლობელი მონაწილეობს, შენც ვთქვათ იქვე ხარ რა და ეგ საქმე შენც გეხება, შეიძლება ამ დროს პატრული შემოვარდეს და დაგიჭიროს და ქურდული სამყაროს წევრობა შეგტენოს?
მე როგორც ვიცი ადამიანს რაიმე კანონსაწინააღმდეგო უნდა ჰქონდეს ჩადენილი რომ დაიჭირონ და თუკი ადამიანთა გარკვეული ჯგუფი არავის არ ეხება და თავისთვის არიან, რაზე იჭერენ, არ მესმის...“.
მოკლედ და კონკრეტულად: “ქურდი“ არის მენტალური გადახრა თან გადამდები! ნებისმიერი კონტაქტი “დავირუსებულ“ პირთან ექვემდებარება იძულებით მკურნალობას სახელმწიფო დაფინანსების “სამკურნალო“ დაწესებულებებში.
რუსმა ასტოლოგებმა და შამანებმა მესამე მსოფლიო ომის, დაწყების თარიღი დაასახელეს.
mejai1989: “ცნობილი რუსი ასტროლოგები, შამანები და პარაფსიქოლოგები შეეცადნენ 2011 წლის გაზაფხული - ზაფხულის პროგნოზი გაეკეთებინათ. თუმცა ისინი ამით "მოკლე პერიოდით არ შემოიფარგლნენ და მესამე მსოფლიო ომის დაწყების თარიღიც კი დაასახელეს.
რუსეთში ყველაზე ცნობილმა ასტროლოგმა პაველ გლობამ კი კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2011 წელი რუსეთისთვის ცუდი არ იქნება. მისი თქმით, რუსეთში ზაფხული – ივნისი და ივლისი მძიმე იქნება. გლობას აზრით, 2010 წელი 1939 წლის “ტოლფასია“, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო“.
შავი მთვარე შევა ვარდისფერ იუპიტერში. იისფერი მერკური კი ნაზ ზურმუხტისფერ ბეტელჰეიზეს კვადრატში იტრიალებს. წარმოუდგენელია, ამ დონის ბოდვის როგორ უნდა გჯეროდეს...
ამასობაში კი, ქართულ ინტერნეტფორუმებზე გვახსენებენ, რომ ფაშისტური გერმანია, ოდესრაც თავს დაესხა ჩვენს სამშობლოს!
Precursor: “რამდენი ნაციონალი ყოფილა გერმანიაში მითიური სწავლების ნიზნით და ნაცხოვრები... (ნინო კალანდაძე, კობა ბექაური და აშუშუ...) რამდენს უმუშავია “ბებისიტერად“ და რამდენი "მოღვაწეობს" დოიჩლანდსა შიგან მუნ? უამრავი, ხომ?
გასულ კვირაში ჰანოვერში გაიმართა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოფენა და კერძო სექტორიდან მივლინებული ჩემი ძმაკაცი (კაცი უებრო ზნეობისა და ბიზნესრეპუტაზიის მფლობი) ეს ესაა დაბრუნდა და ვესაუბრე ალემანიაში ცხოვრების შესახებ. საუბარი ვრცელი იყო, მაგრამ რამოდენიმე მომენტს გამოვყოფ, რომელიც აქამდე ვერ ან არ შეამჩნიეს იქ ნაცხოვრებმა ქართველებმა...
გერმანიაში ერთკვირიანი ყოფნის განმავლობაში ჩემმა ძმაკაცმა ვერ შეიმეცნა, როგორ გამოიყურება გერმანული პოლიცია, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე (და ღამეც) ქალაქში უწევდა მოძრაობა, ერთი პოლიციელიც კი ვერსად ვერ ნახა...“.
არ გეწყინოს, მაგრამ სისულელეა რასაც შენი ძმაკაცი ყვება. ეგ საუბარი არის გაოცებული კაცის მონაყოლი პირველად რომ ჩადის ევროპაში და ერთი კვირა ზევით იყურება მარტო და შენობებს ათვალიერებს...
მთავრობის წევრობა და ორმაგი მოქალაქეობა, რამდენად შეთავსებადია?
Ucnobidaucxo: “რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით არ იკრძალება თანამდებობის პირებისთვის ორმაგი მოქალაქეობა. თუ გაქვთ ინფორმაცია, ჩვენი მთავრობის (პარლამენტის, საკრებულოს და მინისტრთა კაბინეტის) წევრები მარტო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან, თუ სხვა ქვეყნისაც?
საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.
დანარჩენები? როგორც ვიცი, აშშ-ში და ბევრ ქვეყანაში, სადაც ორმაგი მოქალაქეობა არსებობს, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პიროვნებას არც არჩევით და არც დანიშვნით თამანდებობაზე არ ნიშნავენ. მგონი არ იქნებოდა ურიგო, ჩვენთანაც დაარეგულიროს კანონმდებლობამ ეს თემა“.
ორმაგი მოქალაქეობა ნახევრად მოქალაქეობას კი არ ნიშნავს ისიც იმავე უფლებებით უნდა სარგებლობდეს რითაც ერთმაგი. თუმცა, “მოქალაქესაც“ გააჩნია...
გასულ კვირას, დუტა სხირტლაძეს აუჯანყდნენ, თელავის თეატრის მსახიობები.
LEV_TE: “ადამიანი თელავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და სამ თვეში ერთხელ რომ ჩამოვა... 9 თვეა, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია და 9 თეთრის საქმე არ გაუკეთებია. არადა, ყოველთვე 700 ლარს იღებს. ახლობლებით გაავსო იქაურობა. თელავის თეატრი ოჯახურ თეატრად აქცია... კაცი ასეთ რამეებს როცა აკეთებს, არ უნდა იყოს თეატრის ხელმძღვანელი... ვინც დუტას იცნობს, დაადასტურებს, რომ ძირითადად სულ თბილისშია, თელავში იშვიათად ჩადის...
სამაგიეროდ “ნაც–აქტივისტია!“.
დავიჯერო თელავური ხელფასი – 1000 ლარი დუტასთვის მნიშვნელოვანია? არადა, მარტო “ჯეოსელიდან“ ყოველთვიურად 10 000 ლარი აქვს შემოსავალი. მაგრამ, ეგეთია და ჰა... თბილისში უთო რომ ჩართო, ეგაც კი დუტას აჩვენებს....
მე ამაყი ვარ, რომ ღარიბი ვარ!
Newstudio: “მე ამაყი ვარ, რომ ღარიბი ვარ! 1. იმიტომ რომ არ ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში და არ მიწევს “გავაპრავო“ ათასი სისაძაგლე... არც ეგრეთწოდებული "ნეიტრალურის" დაკავება და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა.
2. მე არ მაქვს ბიზნესი, რომ საგადასახადოს შიშით “ნაცკამპანიები“ ვაფინანსო ... და ფაქტობრივად "მესამე ფენის" დონეზე ვიყო.
3. არც მტრებისგან ვიღებ ფულს.
4. ამაყი ვარ, რომ ღარიბი ვარ და მილიონობით ჩემი თანამოქალაქის გაჭირვება მესმის და ვიგებ!
5. არც “ნაცების“ შორიახლოს ვტრიალებ, რაიმე ლუკმა რომ გადმომიგდონ.
და არც იმის მეშინია, რომ ვინმე შემომთავაზებს დიდ ფულს და გავიყიდები (უკვე)
ეს საკუთარი თავის ქება, არ არის. მე მგონი დროა თითოეულმა ქართველმა გააკეთოს მორალური არჩევანი. გახსოვდეთ, რომ იგივე ეგრეთწოდებული კრიმინალის შემცირებაც გამოწვეულია ათასობით უდანაშაულო ადამიანის გაუბედურებით და კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც “მე მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ" აღარ არის მორალურ–ქრისტიანული თვალსაზრისით გამამართლებელი!“.
არ ჩანს ეს ცუდი კაცი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არც ამ სიღარიბეში ყრია რამე...
ერთ–ერთი ფორუმელი მოითხოვს, რომ ჟურნალისტებისთვის ჯარიმა დაწესდეს მართლწერაში დაშვებული შეცდომების გამო...
basa-ttt: “უნდა შემოიღონ ჯარიმა ჟურნალისტების არასწორ მეტყველებაში
და რეკლამებში დაშვებულ გრამატიკულ შეცდომებზე. "სიგარეტი კლავს"... მართლა მკლავს.... ბოლოს და ბოლოს, ვისწავლოთ საკუთარი ენის პატივისცემა!
აუცილებელია, ყოველდღე 2 წუთიანი გაკვეთილი კვაჭანტირაძესგან - კურიერის წინ
“სწორია“- “შეცდომაა“... სხვა გზა არაა!“.
ისე, კრებით სახელთან ზმნა რომ მხოლობითში იხმარება, ეგ არ არის ძნელი დასამახსოვრებელი და რატომ ვერ დაიმახსოვრეს ზოგიერთებმა – არ ვიცი...
მიშისტობა გადახრაა?, ლობიო და დემოკრატია...
m e r a: “წარმოიდგინეთ "პროკურორისტი" ადვოკატი, რომელიც ბრალდებულს ეუბნება, რომ რაც დიდხანს იჯდები ციხეში უფრო კარგიაო, ან "ადვოკატისტი" მოსამართლე რომ ეტყვის ბრალდებულს: დამნაშავე ხარ მაგრამ კაცურად გაგიგებ და გაგიშვებო. ხომ აშკარად გადახრასთან გვექნება საქმე? მაგრამ "პროკურორისტი" მოსამართლე დღეს რატომღაც “გაპრავებულია“.
წესით და რიგით ეს სამი მხარე არის ერთმანეთის ოპონენტი მხარე, მათი ოპონენტობა აუცილებელია რათა სიმართლე გამოვლინდეს.
ასევე ოპონენტური უნდა იყოს ხელისუფლების სამი შტო: აღმასრულებელი, საპარლამენტო და სასამართლო. სხვანაირად ეს იქნება გადახრა! ამავე დროს მთლიანად ხელისუფლების ოპონენტი არის მასმედია, რომლის მოვალეობაა ოპერატიულად დააფიქსიროს ყველა დარღვევა და გადაცდომა ხელისუფლებისა. უფრო მეტიც, მასმედია მთლიანად საზოგადოებასაც უწევს ოპონირებას!“.
თქვენ გაგიგიათ “მიშისტებს“ მთავრობის რომელიმე დანაშაული დაეგმოთ? გაგიგიათ როდესმე მოეთხოვოთ არჩევნების სამართლიანი გამოძიება, მკვლელობების გამოძიება, წართმეული ქონების კანონიერება, ჯარიმებისა და გირაოების ადეკვატურობა, რეალური სურათი პოლიციის სისტემაში, სასამართლოში, ციხეებში? რამე გამოსვლა მოუწყიათ ხალხის რაიმე გაჭირვებაზე? ჰოდა, ნუ იშლით ნერვებს...
ფორუმული დარდნარევი მონოლოგიდან...
ალან პო: “ვზივარ გუშინ სამსახურში, ვუყურებ საინფორმაციოს... ილორის ეკლესიას და სოხუმის საკათედრო ტაძრების თეთრად შეღებვა და რუსული გუმბათების დადგმა დაიწყეს. უნიკალურ ფრესკებს ანადგურებენ აფხაზეთში. მიდის უკვე სამუშაოები. ქართულ ეკლესიებს ან ანგრევენ, ან ისე უცვლიან სახეს რომ სამუდამოდ იკარგება მსოფლიო კულტურის უძველესი ნიმუშები.
ვზივარ და მაკანკალებს. და ვიცი რომ ვერაფერს ვერ ვშვები. ბოღმა მეჩხირება ყელში. მინდა რომ ვიღაცას ყელში წავუჭირო ხელი და დავახრჩო. აი იმ მომენტში რომ რომელიმე რუსი მომცა, აი თუნდაც ვინმე უმნიშვნელო დეპუტატი, ალბათ აგურით გავუსრისავდი თავს. აი საშინელი უიმედობის და უსუსურობის გრძნობა, რომ შანსი არა გაქვს რამე ქნა...“.
დაახლოებით ეგრე აკანკალებდა ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელსაც თბილისში წაგების შემდეგ, მაგრამ არც მის თავს ზემოთ იყო ძალა. თუმცა, სად ბილიჩი და სად ბიჭვინთა...