ლევან ღირსიაშვილის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან (ვიდეო)

ლევან ღირსიაშვილის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან (ვიდეო)

საქართველოში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხთა და რეგიონული კონფლიქტების ოფისის დირექტორის მოადგილე რებეკა კიმბერელი იმყოფება.  დღეს, ამერიკელი სტუმარი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა მიიღო.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი აშშ-ის საქართველოსთან თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებს და ნატოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული მიმართულებების იმპლემენტაციის პროცესში აშშ-ის როლს შეეხო.  შეხვედრაზე მხარეებმა 2015 წლისთვის ორმხრივ ფორმატში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.  საუბარი საქართველოს ოკუპირებულ  ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსაც  შეეხო.

ამერიკულმა მხარემ საქართველოს თავდაცვის სისტემის განვითარების პროცესსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე არსებული ღონისძიებების შესრულების საქმეში სრული მხარდაჭერა გამოხატა.