შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძის კომენტარი

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძის კომენტარი

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ამ პროცესს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა არც კარი, არც გასაღები. პრაქტიკულად იყო უკონტროლო. გვაქვს ახალი სტანდარტი, რომელსაც აწესებს კანონმდებლობა და ეს არის ორი გასაღების პრინციპი, აქედან ერთ-ერთი აქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, რომელიც არის გარე კონტროლის მექანიზმი. შესაბამისად, ეს არის ბევრად უკეთესი სტანდარტი.  სისტემის გაუმჯობესებისთვის მომავალშიც გაგრძელდება დიალოგი და არასამთავრობო სექტორთან აუცილებლად ვითანამშრომლებთ, მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს და შემოთავაზებებს. ამ ეტაპზე კანონმდებლობაში არის იმ სახით, როგორიც მოხდა მხარეებს შორის შეთანხმება. ეს იყო მაქსიმალურად მონაწილეობითი პროცესი. თქვენ ადევნებდით ამას თვალს. რაც შეეხება, მომავალში იქნება შემდეგი წლის განმავლობაში თუ შემდეგი 5 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ცვლილებაზე მთავრობა მზად არის დიალოგისთვის“. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.