შსს-ს  აჭარის  მთავარი  სამმართველოს  თანამშრომლებმა მოსახლეობას პროდუქტები დაურიგეს

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მოსახლეობას პროდუქტები დაურიგეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დასახმარებლად.

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში,  ქობულეთის, შუახევის, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების სოფლებს ესტუმრნენ და იქ მცხოვრები 41 შეჭირვებული ოჯახი საკვები პროდუქტებით მოამარაგეს. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველო საქველმოქმედო აქციაში  მონაწილეობას მომავალშიც აპირებს. აქციის მიზანია ზამთრის პერიოდში, გაჭირვებული ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება.