შსს-მ კასპში მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს-მ კასპში მომხდარი მკვლელობა გახსნა

შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავრი სამაართველოს კასპის რ-ნული სამმართველოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ტრანსპორტის ობიექტების რკინიგზის მთავარი სამმართველოს თანაშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ყაჩაღობისა და ქურდობისთვის სამჯერ ნასამართლევი 1973 წელს დაბადებული მერაბ მ. მკვლელობის ბრალდებით კასპში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კასპში, მირიან მეფის ქ. 47-ში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მერაბ მ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით მოკლა დის მეუღლე, 1967 წელს დაბადებული ვაჟა ბ.

სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.