„არკომი“ - თანამედროვე სატელეფონო სისტემები

„არკომი“ - თანამედროვე სატელეფონო სისტემები

21-ე საუკუნე ინფორმაციული ტექნოლოგიების ხანაა და წარმატებული ბიზნესის განვითარებისთვის გადამწყვეტი როლი ენიჭება პროგრესული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შექმნას. ეს ყველაზე ეფექტური გზაა კლიენტებსა და პარტნიორებთან სწრაფი, ეფექტური და წარმატებული ურთიერთობისთვის. სწორედ ამ სფეროში მოღვაწეობს სატელეკომუნიკაციო კომპანია “არკომი”, რომელიც ქართულ ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა და როგორც მცირე და საშუალო, ასევე მსხვილ კომპანიებს სთავაზობს თანამედროვე, ხარისხიანი და ეფექტური სატელეფონო სისტემების იმპლემენტაციას და შემდგომ სერვისს დაბალი ტარიფებით.

კომპანია “არკომი” მომხმარებლის სატელეფონო ქსელების ფუნქციონირებას უზრუნველყოფს საკუთარი სატელეფონო სადგურით და ეს ტექნიკური გადაწყვეტილება კომპანიებს ათავისუფლებს სისტემის საკუთარი აპარატურით შექმნისთვის საჭირო დიდი ხარჯებისგან. კომპანიებს ასევე არ სჭირდებათ სატელეფონო სისტემის ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო სპეციალური კადრის დაქირავება, რამდენადაც კომპანია არკომი საკუთარ თავზე იღებს სატელეფონო სისტემის ტექნიკურ მხარდაჭერას.

კომპანია არკომის მიერ შემოთავაზებული სატელეფონო სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ თანამედროვე სატელეფონო სისტემის ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა:

ხმოვანი მისალმება;

ზარის ლოდინის რეჟიმი და რიგითობა;

კომპანიის შიდა სატელეფონო ნომრების განაწილება;

შემოსული სატელეფონო ზარების ეფექტური განაწილება;

ხმოვანი მესიჯების მიღების საშუალება ელექტრონული ფოსტით;

სატელეფონო ზარების სრული სტატისტიკის ამოღება და მრავალი სხვა სასარგებლო ფუნქცია.

ამ პროგრესული სატელეფონო ფუნქციების გამოყენებით, კომპანიებს ეძლევათ საშუალება არ დაკარგონ არც ერთი შემოსული ზარი და ასევე აკონტროლონ საკუთარი სატელეფონო კომუნიკაციის ხარისხი.

კომპანია “არკომის” მიერ შემოთავაზებული სატელეფონო სისტემების კონფიგურაცია ხდება მომხმარებლის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით, მათი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე. ახალ სისტემებს აღარ სჭირდება ძველი, ანალოგური სატელეფონო ხაზები, რაც ძალიან ამარტივებს მათ იმპლემენტაციას საოფისე სივრცეში. ჩვენს სისტემას ასევე ახასიათებს მაღალი მობილობა: არსებული ოფისის შეცვლისას თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ თქვენი ტელეფონები ნებისმიერ ახალ ოფისში და ამ შემთხვევაში ერთადერთი ტექნიკური მოთხოვნა მხოლოდ ინტერნეტის არსებობაა, რაც დღესდღეობით უკვე პრობლემას არ წარმოადგენს. ბიზნესის ზრდისას კი საჭირო აღარ ხდება ახალი საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების ძიება, კომპანია “არკომის” სატელეფონო სისტემები მოქნილია და ადვილად ადაპტირდება მომხმარებლების მოთხოვნების ზრდაზე. კომპანიებს ადვილად შეუძლიათ დაიწყონ თუნდაც მხოლოდ ერთი ტელეფონით და თანდათან გაზარდონ სატელეფონო ქსელი საკუთარი მოთხოვნებიდან გამომდინარე.

ჩვენთან თანამშრომლობა თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარია.

http://www.arcomm.ge