ინტერნეტის როლი ახლო აღმოსვალეთის აჯანყებებში მწავე (და დიდწლად უნაყოფო) დისკუსიების საგანია. ამავდროულად, ამ დავაში უკანასკნელი სიტყვა ისტორიკოსებს ეკუთვნით და არა ტექნოლოგიურ გურუებს თავიანთი უმწიფარი თეორიებით.
დღეს მთავრობები ცდილობენ აკურატულად იმოქმედონ. მზარდი საპროტესტო მოძრაობის პირისპირ სირიამაც კი ამჯობინა „მათრახის და თაფლაკვერის“ მეთოდი – მოხსნა რა დიდი ხნის აკრძალვა ისეთი საიტების გამოყენებაზე, როგორიცაა Facebook, მაგრამ ამავდროულად აპატიმრებს ისეთ ბლოგერებს, რომლებიც პროტესტს ღიად გამოთქვამენ. სხვა ქვეყნები, კერძოდ სუდანი, ოსტატურად უთავსებს ერთმანეთს დაშინებას და პროვოკაციებს, ანთავსებს რა ინტერნეტში ინფორმაციას ცრუ საპროტესტო აქციებზე და შემდეგ აპატიმრებს მათ, ვინც ამ აქციებზე მიდის. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაც კი, აღმოჩნდა რა ჩრდილოეთ კავკასიის პრობლემების წინაშე, გადაწყვიტა არა ექსტრემისტების საიტების დახურვა, არამედ მათზე ეფექტური მოქმედება ინტერნეტში.
თუმცა, ეს ყველაფერი მოკლევადიანი გადაწყვეტილებებია. ნამდვილი საფრთხე ის არის, რომ ავტორიტეტული სახელმწიფოები ახლო აღმოსავლეთში ან ნებისმიერ სხვა ადგილას ქსელის შეზღუდვის უფრო ეშმაკურ სტრატეგიებსაც შეიმუშავებენ. კრიტიკული ვებ-გვერდების ბლოკირების მცდელობის ნაცვლად, ჩვენ დახვეწილი ინტერნეტ-პროპაგანდის, კიდევ უფრო ინტენსიური და დამანგრეველი კიბერთავდასხმების და ინტერნეტით თვალთვალის ახალი ფორმების მოწმენი ვხდებით.
იმუშავებს კი ეს ყველაფერი? შესაძლებელია. დასავლელმა ექსპერტებმა უმალ დაასკვნეს, რომ ეგვიპტური რეჟიმის დამხობა იმას ნიშნავდა, რომ სახალხო მოძრაობების წინაშე ინტერნეტის კონტროლი უძლურია. სინამდვილეში, ის მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მმართველები, რომლებიც ინტერნეტის მიმართ სიბეცესა და არაოპერატიულობას ამჟღავნებენ (როგორც ამას ოთხმოცი წლის ჰოსნი მუბარაქი აკეთებდა) ძალიან დიდ რისკზე მიდიან. ბატონი მუბარაქი, ახდენდა რა იმის დემონსტრირებას, რომ ცხოვრებისგან მოწყვეტილი იყო, ექვსი თვის განმავლობაში ანტისამთავრობო ჯგუფს Facebook -ზე რეჟიმის მოწინააღმდეგეთა პროტესტის გაღვივების შესაძლებლობას აძლევდა. მოგვიანებით პროტესტის მონაწილეებს სიმამაცეც და იღბალიც ეყოთ იმისთვის, რომ პოლიცია დაეჯაბნათ, რომელიც ინტერნეტ-ტექნოლოგიებში აშკარად ცუდად ერკვეოდა. ისეთ ადგილებში, როგორიც მაგალითად რუსეთია, რომლის პოლიციაც შესანიშნავად მართავს რისხვას ინტერნეტში, საეჭვოა ასეთმა ხრიკებმა გაჭრას.
გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთის დიქტატორებმა კიდევ ერთი, ელემენტარული შეცდომა დაუშვეს – ახალგაზრდობას სოციალური ქსელების Twitter-ის და Facebook-ის გამოყენება აუკრძალეს ისე, რომ მათ ალტერნატივა არ შესთავაზეს (როგორც ეს რუსეთმა გააკეთა, სადავ პოპულარულია ვებ-გვერდი Vkontakte – Facebook-ის ადგილობრივი კლონი).
რა თქმა უნდა, ამ სტრატეგიას უკუეფექტი მოჰყვა, უბიძგა რა კრიტიკულად განწყობილ ახალგაზრდებს ექსპერიმენტებისთვის მიემართათ და ცენზურისთვის გვერდის ავლის გზები მოეძებნათ.
ჩინეთი იმის ქრესტომათიული მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ინტერნეტის რეგულირება რეჟიმის სასარგებლოდ. ის, თუ რამდენად ეფექტურად გაწმინდა ჩინეთის ხელისუფლებამ ქსელი ისე, რომ ახლო აღმოსავლეთის არეულობებზე იქ არაფერი თქმულა, მისი მიდგომის ეფექტურობაზე მიუთითებს. რეჟიმისთვის შემაშფოთებელი ვებ-გვერდების ბლოკირების გარდა, პეკინი მიზანმიმართულად ხელს უწყობდა ადგილობრივი მსხვილი საიტების პოზიციების განმტკიცებას, რითაც ინტერნეტის ცენზურისა და მასზე კონსტროლის საქმეს იიოლებდა.
სოციალური ქსელების დახმარებით მოწყობილ რევოლუციებს სუსტი ადგილებიც აქვს. მარტივია მათი საფუძველშივე ჩაკვლა, თუკი ამის გაკეთება იცი. მუბარაქი იძულებული გახდა ეგვიპტეში ინტერნეტი გაეთიშა, მაშინ როდესაც ჩინელები ქსელურ პროტესტს სულ რამდენიმე განკარგულებით მოერივნენ. გასულ კვირაში ისინი, როგორც ჩანს კონტრშეტევაზეც გადავიდნენ, რადგან Google ჩივის, რომ მის ჩინელ მომხმარებლებს პრობლემები გაუჩნდათ ფოსტასთან ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
მსგავსი შედეგები იმაზე ხშირად გვხდება, ვიდრე ამას ვაღიარებთ. „ფერადი რევოლუციების“ ტალღა, რომელიც თითქოს გადაულახავი იყო და ათ წელიწადზე ნაკლები ხნის წინ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე მიექანებოდა, ამოიწურა, როდესაც ავტოკრატებმა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ისწავლეს. მოსკოვის და მინსკის ლიდერები, გათვალეს რა ქუჩის საპროტესტო აქციების განვითარების მოდელი, სწრაფად მიხვდნენ, რომ ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის უცხოეთიდან დაფინანსების მიღება უნდა აეკრძალათ და აუცილებელად უნდა დაეწყოთ პროსამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარება, რომლებიც რეჟიმს ქუჩაში დაიცავდნენ.
ზუსტად ასეთივე ავტოკრატები, რომლებიც გაუძლებენ არეულობას ახლო აღმოსავლეთში, როგორც ჩანს, ყველა შესაძლო მეთოდს გამოიყენებენ (ღია ჩახშობით დაწყებული, დამთავრებული კიბერშეტევებით) რათა ქვეყნებიდან ამოძირკვონ თავისუფლების მოყვარული ამერიკული ინტერნეტ-კომპანიები, ისევე როგორც კრემლმა თავის დროზე რუსეთიდან ის უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები გააძევა, რომლებიც მას ხელს უშლიდნენ. ეს ყველაფერი ინტერნეტზე დაფუძნებულ დემოკრატიზაციას კარგ პერსპექტივას არ უქადის. ახლა ნამდვილად არ არის „ისტორიის დასასრულის“ ციფრული ვერსიით ტკბობისა და სიხარულის დრო. ახლო აღმოსავლეთში ინტერნეტმა მართლაც ხელი შეუწყო დემორკატიის რეალურ წარმატებებს, თუმცა დიქტატორები ამ მხრივ მშვიადად ყოფნას არ აპირებენ.