„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რამდენიმე თვის წინ დაანონსებულმა აქციამ– „არა ანექსიას“, 15 ნოემბერს, სრული კრახი განიცადა, რუსულისაფრთხის „გრანდიოზული აქციით“ გაპროტესტებამ, როგორც იტყვიან,ჩაილურის წყალი დალია და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე,მოვლენები დაუგეგმავ, სპონტანურ ჭრილში განვითარდა. აქციის დაწყებამდერამდენიმე საათით ადრე კი გაირკვა, რომ ნაციონალების დაანონსებულაქციაზე მისვლა, იმ უამრავმა ადამიანმა გადაიფიქრა, ვინც ნაციონალებსსათვალავში კარგა ხნის შეტანილი ჰყავდათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციის წარუმატებლობა იმთავითვე გარანტირებული იყო, მაგრამ ნაციონალური ტელევიზიის „რუსთავი2“-ის მიერ დაანონსებული ადამიანების რაოდენობა, როგორც ეს იმერეთის ნაციონალმა ლიდერმა ბრძანა, თითქოს ქუთაისიდან მინიმუმ 3 ათასი კაცი მოდისო, სიცრუე აღმოჩნდა. რეალურად სამი ათას კაცს, მინიმუმ 200 სამარშრუტო ტაქსი მაინც ხომ სჭირდებოდა? ამ ცრუ ბაქი ბუქმა და ნაციონალების 9-წლიანმა მმართველობამ, მოსახლეობას კვლავ შეახსენა თავი.
ნაციონალური ტყუილისა და გულისამრევი ფარსის შეუდარებელმა „გამპრავებელმა“ „რუსთავი 2“-მა მოსახლეობას ასევე რიხიანად აუწყა, რომ სამეგრელოდან უზარმაზარ კოლონას როლანდ ახალაია მოუძღვება და სამეგრელოს მოსახლეობა დღეს ქართული პოლიტიკაში თავის სიტყვას იტყვისო. ხელისუფლებას მტერთან თანამშრომლობის გამო სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით და დღეს საფუძველი ჩაეყრება ბრძოლას რუსეთთან ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნითო, – გადმოსცემდა აღშფოთებული და შთამბეჭდავი ტონით „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“, იმ პათოსით, თითქოს სამეგრელოში შეიქმნა ახალაიების სახელობის გვარდია, რომელსაც შვილების -დათა და ბაჩო ახალაიების განსაკუთრებულ მდგომარეობაში ყოფნის გამო, სათავეში მამა, როლანდ ახალაია ჩაუდგა.
ჰოდა, სამეგრელოს ის ღირსეული შვილები, რომლებსაც სამშობლოსა და ქვეყნის სიყვარულთან შედარებით, ახალაიებისა და „ნაციონალური მოძრაობის“სიყვარული არაფრად მიაჩნიათ, უარი თქვეს როლად ახალაიას მიერ ორგანიზებულ და „დაპაიჯებულ“ ფულზე და ნაციონალების მიერ ორგანიზებულ – „არა ანექსიას“ – აქციაზე. როლანდ ახალაიას კი ხელთ, ნაცვლად 5 ათასი კაცისა, ძლივს რამდენიმე ასეული კაცი შემორჩა. ბევრი რომ არ გავაგრძელო,როლანდ ახალაიამ ნაც-ელიტას დანაპირები ვერ შეუსრულა, საკმარისი ხალხი ვერ მოიყვანა და ის დახარჯული თანხები, რაც ამ ორი თვის განმავლობაში მან სამეგრელოს რეგიონში, სხვა აქტივისტთან ერთად დახარჯა, შესაძლოა „ჩოთქზე“ ჩამოუთვალონ და უკან დააბრუნებინონ. არადა, გავრცელებული ინფორმაციით,როლანდ ახალაია საკმაოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდა იმ ადამიანებს, ვისაც აქციაზე ეპატიჟებოდა.
შედეგმა კი სხვა სურათი აჩვენა: 15 ნოემბრის აქციაზე ახალაიას ჩამოყვანილიმეგრელები, ალაგ-ალაგ ნალექივით იყვნენ და დიდი აქტივობითაც არგამოირჩეოდნენ. მოკლედ, აქციის მონაწილეებს რუსთაველზე სიხალვათე დახვდათ.
ამ საპროტესტო აქციაში მონაწილეობით, არც იმერეთს გამოუჩენია თავი. რადგანაც ყველა მიხვდა იმას, რომ ეს აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ კარგად ორგანიზებული და „არა ანექსიას“იდეით კარგად შეფუთული იყო, ხალხის მოსატყუებლად გამოყენებულმა ამ მზაკვრულმა ჩანაფიქრმა განაპირობა ის, რომ ხალხი არ წამოეგო პროვოკაციას და„ნაციონალური მოძრაობის“ საცდელ „რეპეტიციას“ – რა რაოდენობის ხალხის გამოყვანას შეძლებს საჭიროების შემთხვევაში, – უარი უთხრა და ამ ფარსში მონაწილეობა არ მიიღო.
ნაციონალების ვარაუდით, აქციაზე 50 ათასზე მეტ ადამიანს ელოდებოდნენ. სინამდვილეში, რეალურად 15 ნოემბრის აქციაზე 8 ათასამდე ადამიანი იყო. ცხადია, ამ რაოდენობაში პოლიციის თანამშრომლებიც მითვლილია და ის ადამიანებიც, რომლებიც იმ დროს ქუჩებში თავიან საქმეზე იმყოფებოდნენ. მიუხედავად ამისა, მაინც ანგარიშგასაწევია თითოეული აქციის მონაწილის პროტესტი, რადგანაც ყველა ის ადამიანი, ვინც კი ფეხი დადგა პარლამენტის წინ, რომლებმაც გულწრფელად თუ არაგულწრფელად გააპროტესტეს „არა ანექსიას“,ხელისუფლებამ მათი პროტესტის მიზეზსა და შედეგზეც შესაბამისად და მიზანმიმართულად უნდა იმუშაოს. რადგანაც, დღეს თუ მოტყუებით, ნაციონალების დაძახებულზე 8 ათასი ადამიანი გამოვიდა „არა ანექსიას“გასაპროტესტებლად, ერთი წლის შემდეგ, თუკი ხელისუფლებამ გონიერი პოლიტიკა არ დაუპირისპირა ამ პრობლემას და ოპოზიციად წოდებულ„ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან მმართველობას არ მიეცა სამართლიანი შეფასება და სამართლიანობის აღდგენა კვლავ შეფერხდა, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი წლის შემდეგ, ხალხის მხრიდან პროტესტი გაათმაგდება და ნაცვლად 8 ათასისა, 80 ათასი ადამიანი გამოვა ხელისუფლების უმოქმედობის წინააღმდეგ. საბოლოოდ ეს პროტესტი სადამდეც მივა, ყველამ კარგად ვიცით. ეს რომ არ მოხდეს, ამიტომაც უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება, თორემ ნაციონალებისგან არა, მაგრამ ქართველი ხალხისგან საკადრისი პასუხი არ ასცდებათ.
„ექსკლუზივ ნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციით, „ნაციონალურმოძრაობას“ 15 ნოემბრის აქცია 10–დან 15 მილიონამდე დაუჯდა. ძირითად დამფინანსებლად მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია სახელდება, აგრეთვე საქართველოში მოღვაწე რამდენიმე ბიზნესმენი, რომლებიც როგორც ნაციონალებთან, ისე ამ ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობენ.
„ექსკლუზივ ნიუსისთვის“ ასევე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილსაქციის ორგანიზატორებთან უსიამოვნო საუბარი ჰქონდა და უთქვამს, ამაშიდამახარჯვინეთ მილიონები, ერთი მილიონიც არ ღირდა ხალხის ესრაოდენობაო. ეს უსიამოვნო საუბარი და გარჩევები თურმე „ნაციონალურიმოძრაობის“ ოფისში გაგრძელდა, ისინი ერთმანეთს დარევიან. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაც-ლიდერებმა ხალხს ცოტა ფული დაურიგეს, ხოლო უფრო მეტი თანხა თავად ჩაიჯიბეს. მოკლედ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გარემოცვაში ფულის ქურდს ეძებსო. მაგრამ როგორც ამის შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია და ქილიკობენ, დიდი ქურდი მიხეილ სააკაშვილი, პატარა ქურდებს ეძებს და ის არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ვინმეს საქმეები გაურჩიოსო.
აქედან გამომდინარე, შესაძლოა, მიშას „პატარა ქურდებს“ ნაქურდალიხახვივით შერჩეთ. ამაზეა ნათქვამი: - ქურდის ქურდი ცხონდაო!