„ოპოზიციამ, დაახლოებით, 800 000 ხმა მიიღო. ამ ფონზე კი აქციებზე მხოლოდ 800 კაცით დადიან“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, იმდენად დიდ ტყუილზე აგებული პიარკამპანია აწარმოეს რადიკალური ოპოზიციის წევრებმა, რომ საკუთარი პარტიის წევრები და აქტივი აღარ გაჰყვათ ქუჩაში.
„რა ხდება, რატომ არ გამოდის ოპოზიციის 800 000 მხარდამჭერიდან თუნდაც ამის 1%? ეს თავადაც ძალიან უკვირთ - გადავხედოთ სოციალურ ქსელებს და დავინახავთ, რა დღეში არიან ოპოზიციის მხარდამჭერი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და როგორ აძაგებენ თავიან ლიდერებს. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ პოლიტიკოსმა შეიძლება მხარდამჭერები გარკვეული პერიოდი მოატყუოს, მაგრამ [არა - სამუდამოდ]. კონკრეტულად ამ არჩევნების სწორად, დემოკრატიული წესით ჩატარება ყველა ამომრჩევლისთვის იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ [აქ მოტყუება უკვე შეუძლებელი გახდა]. აქედან გამომდინარე, იმდენად დიდ ტყუილზე აგებული პიარკამპანია აწარმოეს რადიკალური ოპოზიციის წევრებმა, რომ საკუთარი პარტიის წევრები და აქტივი აღარ გაჰყვათ ქუჩაში“, - აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.