მაშინ, როდესაც პარლამენტში ნიკა გილაურს და მის გუნდს ნდობას უცხადებდნენ, თავად გილაურს საქართველოს ეკონომიკის წინსვლის რწმენა ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ პრემიერს ყველაფერი “წესრიგში აქვს”, ოღონდ ინვესტიციებსა და პრივატიზებას ვერაფერი მოუხერხა. არადა, ყველამ იცის, რომ ქვენის ეკონომიკა, ძირითადად, სწორედ ამ ორ კომპონენტს ეფუძნება.
პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს ქართული “შრომის კოდექსის” მთავარ სიკეთედ ის გარემოება მიაჩნია, რომ მისი მეშვეობით ინვესტორებს მუშახელის გათავისუფლება ადვილად შეუძლიათ. პარლამენტის სხდომაზე პრემიერმა შრომის კოდექსს მოქნილი უწოდა, რის შემდეგაც ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ მისი შეფასების დაკონკრეტება სთხოვა.
პრემიერმა კი დააკონკრეტა, რომ შრომის კოდექსი, ძალიან მოქნილია, რადგან, როდესაც საქართველოში ინვესტორი ჩამოდის და ამ კოდექსს კითხულობს, ქართული მუშახელის დაქირავებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. თუმცა, როდესაც იგივე ინვესტორი სხვა ქვეყანაში ჩადის და იმ ქვეყნის შრომის კანონმდებლობას კითხულობს, უარს ამბობს იმ ქვეყნის მუშახელის აყვანაზე, რადგან შემდეგ მათი სამსახურიდან გათავისუფლება გაუჭირდება.
ასეთ საშრომ პირობებში ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს სახელფასო დავალიანება, რომლის გასტუმრებასაც 2011 წელს შეეცდება. ხელფასების დავალიანების გასტუმრების საკითხით პარლამენტარი ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა და მან კითხვით მიმართა პრემიერ-მინისტრს თუ როდის მოხდება გაუცემელი ხელფასების დავალიანებს დაფარვა.
ვეფხვაძეს არ დაუკონკრეტებია თუ რა დავალიანებებზე საუბრობდა, თუმცა როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, მთავრობას ხელფასების დავალიანებების 90 პროცენტზე მეტი გაცემული აქვს. რაც შეეხება დანარჩენ 10 პროცენტს, გილაური აცხადებს: “შევეცდებით ეს საკითხი გავითვალისწინოთ ოქტომბერში, როდესაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროქტს საბოლოოდ შევადგენთ”.
ხელფასებში კი არის მცირე გარღვევა, მაგრამ პენსიების თურმე მხრივ ისე კარგად მიდის საქმე, რომ ქვეყანაში 150-ლარიანი საპესიო პაკეტი გვქონია. არადა, ქვეყნის მოსახლეობის 700 ათასმა პენისონერმა დანამდვილებით იცის, რომ ყოველი თვლის დასაწყისში მარტოოდენ 90 ან 100 ლარზე მიუწვდება ხელი. თუმცა, პრემიერს ათვისი არითმეტიკა აქვს.
პენსიონერების საკითხით საპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია დაინტერესდა და როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში 800 ათასი პენსიონერია, რომლებსაც საშუალოდ 80-ლარიანი პენსია აქვთ, რაც მისი თქმით, საარსებო მინიმუმის ნახევარია.
ამიტომ იგი აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას. იმის გამო, რომ ამ გეგმის სათაური არის საქართველო სიღარიბის გარეშე. რეალურად კი 800 ათასი ადამიანი საარსებო მინიმუმის გარეშეა დარჩენილი.
თუმცა, მის საპასუხოდ ნიკა გილაური აცხადებს, რომ საპენსიო პაკეტი ჯამში 80 ლარს კი არა 150 ლარს შეადგენს და მისი განმარტებით, აქ შედის პენსიონერისათვის მიცმეული სადაზღვევო პაკეტი თუ სხვა დახმარებები.
გილაურის თქმით, პენსიის 5 და 10 ლარით გაზრდა პენსიონერებს ბევრს არაფერს გადაუწყვეტს, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს გაჭირვებულ მოსახლეობაზე და მისი თქმით, ამ კატეგორიაში შეიძლება შევიდეს არაპენსიონერიც და იგი იმის გამო არ უნდა დაიჩაგროს, რომ პენსია არ ეკუთვნის.
ორად ორი საკითხი, რაც პრემიერ-მინისტრს არ აკმაყოფილებს ქვეყანაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების შემოდინება და პრივატიზაციის ტემპებია. გილაურმა ინვესტორებთან ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში პრივატიზაციის ტემპი შეჩერდა და ამ მხრივ მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.
ამას გარდა, პრემიერმა საერთაშორისო დონორთა მიერ 2008 წლის შემოდგომაზე გამართულ ბრიუსელის კონფერენციაზე ქვეყნისათვის გამოყოფილი 4,5 მილიარდ აშშ დოლარზეც ისაუბარა და განაცხადა, რომ ამ თანხის სრულად ათვისება უნდა მოხდეს.
მისი ინფორმაციით, ამ თანხიდან 3,5 აშშ დოლარის მიღების ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია, დარჩენილი ერთი მილიარდი აშშ დოლარის მისაღებად მოლაპარაკებები კი წლის ბოლომდე დასრულდება.
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასის” ლიდერი, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, პარლამენტის რიგგაგარეშე პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის გამოსვლამ “კინაღამ აფიქრებინა, რომ მართლა წარმატებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ”.
ეს განცხადება ბაღათურიამ პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მთავარობის სამოქმედო პროგრამის წარდგენის შემდეგ გააკეთა, სადაც გილაურმა, ძირითადად, ბოლო წლებში ხელისუფლების წარმატებებზე ისაუბრა.
როგორც ბაღათურიამ აღნიშნა, მართალია, მთავრობის სამოქმედო პროგრამას “საქართველო სიღარიბის გარეშე ჰქვია”, თუმცა მთავრობის მხრიდან ამ მიზნით მისაღწევად რეალური ძალისხმევა არ ჩანს.
მისი თქმით, ამას მთელი რიგი გარემოებები ადასტურებს. კერძოდ ქვეყანაში მცხოვრები 835 000 პენსიონერის ყოველთვიური პენსია მხოლოდ 90 ლარს შეადგენს, რომელიც საარსებო მინიმუმის ნახევარია. 900 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა დახმარების პროგრამაში მონაწილეობს. 600 000 მოქალაქე კი ამავე პროგრამაში მოსახვედრად “რიგშია ჩამდგარი”.
შექმნილი მძიმე სოციალური ფონის მიუხედავად კი, 235 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტიდან სოციალური პროგრამებისათვის დამტებით 5 მილიონი ლარიც კი არ გამოიყო, რასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა.