„ბიზნესნიუიუროუფ“: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: აურზაური არაფრის გამო?

„ბიზნესნიუიუროუფ“: პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: აურზაური არაფრის გამო?

ბოლო ხანებში ქართულ პოლიტიკაში მოწყენილი დღეები იშვიათია: როცა ირაკლი ალასანია, თავდაცვის მინისტრი, ერთობ პოპულარული პიროვნება, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, კომენტატორებმა ეს ფაქტი „ქართული ოცნების" არსებობის ისტორიაში პირველ სერიოზულ კრიზისად შეაფასეს, თუმცა, მომდევნო დღეებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება" არ დასუსტებულა, უფრო ძლიერი გახდა - საპარლამენტო უმრავლესობას, კოალიციიდან გასული „თავისუფალი დემოკრატების" ნაცვლად, 12 დამოუკიდებელი დეპუტატი დაემატა და 76-ის ნაცვლად 87 ადგილი დაისაკუთრა.

„რუხი კარდინალი"

როგორც სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, ირაკლი ალასანია და მისი პარტია „თავისუფალი დემოკრატები" თავიდანვე შეუთავსებელი იყო „ქართულ ოცნებასთან: „ისინი დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და აზროვნებდნენ. მათი უმრავლესობიდან გამოსვლა უფრო ადრე მოხდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ეს ძალიან უეცრად, აფეთქებასავით მოხდა იმის ნაცვლად, რომ პროცესები ნელ-ნელა წასულიყო, როგორც ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება".

„ქართული ოცნებისა" და „თავისუფალი დემოკრატების" გაუცხოება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა და ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ირაკლი ალასანია ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგან „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, პრემიერ-მინისტრის დაუკითხვად და მისი ნების საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტად არჩევა მოისურვა.

„ბიძინა ივანიშვილის, როგორც „რუხი კარდინალის" როლი ამ დრამაში ნამდვილად წარმოშობს კითხვებს, თუ ვინ ხელმძღვანელობს სინამდვილეში მთავრობას", - ამბობს მაიკლ ჩეჩირე, ფილადელფიის (აშშ) სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შავი ზღვის აუზის სპეციალისტი, - ივანიშვილს თავი ისე წარმოუდგენია, რომ ზოგჯერ უნდა ჩაერიოს მიზნების განსაზღვრისათვის".

გაურკვეველი მომავალი

როგორ გააგრძელებენ ირაკლი ალასანია და მისი თანაპარტიელები ოპოზიციურ საქმიანობას, ჯერჯერობით უცნობია. ბიძინა ივანიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ისინი „კონსტრუქციული" ოპოზიციონერები იქნებიან და „ნაციონალების" გვერდით არ დადგებიან. ცხადია, თუ ალასანია მართლაც დადგებოდა „ნაციონალებთან", ეს მათთვის მართლაც მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ ირაკლი ალასანიამ უკვე განაცხადა, რომ იგი სხვა ოპოზიციონერებთან არ გაერთიანდება.
 

და მაინც, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობამ თავისი რიგები გააფართოვა, ამ „პოლიტიკურ ფოიერვერკს" საქართველოს ისედაც საკმაოდ შელახული რეპუტაციისათვის კარგი არაფერი მოუტანია. თბილისის მოქმედება - პროკურატურის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის -  მაინცდამაინც არ მოსწონდათ დასავლეთს და ამერიკას, ახლა კი ამ მოვლენებმა ეს აღქმა უფრო გააძლიერა.

ეჭვები არსებობს მთავრობის კომპეტენციის შესახებაც ეკონომიკური საქმიანობის თვალსაზრისით. როგორც საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, წარმოშობით ლიბანელი ბიზნესმები ფადი ასლი ამბობს, მთავრობას არ აქვს [ეკონომიკური განვითარების] გრძელვადიანი ხედვა: „უკანასკნელ წლებში ბიზნეს-სფერო გაურესდა, ახალი კანონები ინვესტორებს ზღუდავს, მაგალითად, ეს შეიძლება ითქვას იმიგრაციის კანონის შესახებ".

http://www.bne.eu/content/story/georgias-political-crisis-much-ado-about-nothing

http://reportiori.ge