შსს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს

შსს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, თბილისის მაცხოვრებლებს უბნის ინსპექტორებმა შსს-ს მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდა ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეების და შედეგების შესახებ, ასევე, საზოგადოებასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა, რაც საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 2 ოქტომბერს დაამტკიცა. სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და შესაბამისად, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია გრძელდება. უბნის ინსპექტორები საინფორმაციო ბუკლეტებს საქართველოს ყველა რეგიონის მაცხოვრებლებს დაურიგებენ.