გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ავღანეთში (ვიდეო)

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ავღანეთში (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ავღანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე თურქეთის სამხედრო კონტიგენტის სარდალს, ქაბულის რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელს  გენერალ-მაიორ საფაკ გოკს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ შეხვედრა ISAF-ის სარდლის მოადგილესთან, გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალ ლეიტენანტ კარსტენ იაკობსონთანაც გამართა. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი. შეხვედრების დროს მხარეებმა ISAF-ის მისიაში ქართული შეიარაღებული ძლების მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე გერმანიაში ამჟამად მყოფ ქართველ სამხედროებსაც, რომლებიც გერმანული კონტიგენტის დაქვემდებარებაში ავღანეთში სამშვიდობო მისიას შეასრულებენ. ამჟამად ქართული ასეული გერმანიაში წვრთნებს გადის. შეხვედრებისას მხარეებმა ოპერაციაში "გადამწყვეტი მხარდაჭერა" საქართველოს მონაწილეობის დეტალებზეც გაამახვილეს ყურადღება. ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ საქართველო ავღანეთში სამშვოდობო მისიას გააგრძელებს და ერთ-ერთი დიდი კონტრიბუტორი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად.