სამხედრო ორკესტრის კონცერტი მუშტაიდის ბაღში (ვიდეო)

სამხედრო ორკესტრის კონცერტი მუშტაიდის ბაღში (ვიდეო)

თავდაცვის სამინისტრომ თბილისელებს საჩუქარი გაუკეთა. ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა შეიარეღებული ძალების სახელით მუშტაიდის ბაღში კონცერტი გამართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. მუშტაიდის ბაღში იმყოფებოდნენ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, ქალაქის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი, საკრებულოს და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, ასევე პარლამენტარები. კონცერტს თბილისელები და რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობაც დაესწრო.

სამხედრო ორკესტრმა მუსიკა მსოფლიოს ცნობილი კინოშედევრებიდან შეასრულა.

სტუმრებმა  თავდაცვის სამინისტროს და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მოწყობილი ერთობლივი გამოფენაც დაათვალიერეს. მუშტაიდის ბაღში გამოფენილი იყო სამხედრო თემატიკის ილუსტრაციები.