შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურის კომენტარი ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურის კომენტარი ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურის კომენტარი ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით:
„ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ერთი. მინდა ვუსამძიმრო მის ოჯახს, მოხდა წყლის ავზის გასკდომა და ამის შემდეგ მოყვა კედლის ნგრევა, რამაც გამოიწვია ე.წ. სინკარის ჩამოვარდნა და ისვენებდა ჩვენი თანამშრომელი, რომელსაც დაეცა ზედ და მოყვა სიკვდილიანობა.

მინდა ხაზი გაუსვა, რომ გავრცელდა ინფორმაციები, რომ თითქოს რაღაც თავდასხმა მოხდა სპეცდანიშნულების ბაზაზე, მოხდა აფეთქება, ეს რა თქმა უნდა სიცრუეა, არანაირი თავდასხმა არ მომხდარა, არანაირი აფეთქება არ მომხდარა, უბრალოდ მოხდა ესე ვთქვათ ორთქლის დაგროვება, ცხელი ორთქლის, რამაც გამოიწვია ამ ავზის გასკდომა და კედლის ნგრევა. მეტი ისეთი არაფერი არ მომხდარა, რაც პანიკები ვთქვათ გავრცელდა, ჭორები გავრცელდა საინფორმაციო წყაროებში. დაღუპული პროზექტურაში გადაასვენეს, ქუთაისშია პროზექტურაში გადასვენებული. ჩაუტარდება რაც საჭიროა ყველაფერი და მერე გადავასვენებთ ალბათ სახლში“.