საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. დღეს, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. 28+1 ფორმატის სხდომაზე ქართული მხარე მოკავშირეებთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცის გეგმას განიხილავს. გეგმა საქართველოს თავდაცის სამინისტრომ ნატოს საერთაშორისო სამსახურთან ერთად შეიმუშავა.
ქართულ დელეგაციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ნატოს შტაბ-ბინაში ასევე გამართავს შეხვედრებს ალიანსის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო სამსახურის და საერთაშორისო სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებთან.