მიხეილ დარჩიაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე

მიხეილ დარჩიაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე

მონტენეგროში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM) გაიმართა. შეხვედრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი დაესწრო.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ დარჩიაშვილმა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სრულუფლებიანი გაწევრიანება SEDM-ში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფორმატში ქართული მხარე 2006 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს. აღნიშნული ფორმატი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას, ასევე მონაწილე ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ემსახურება. ამ ეტაპზე საქართველოს

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) გაწევრიანების პროცედურები მიმდინარეობს.