ორმხრივი შეხვედრები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში

ორმხრივი შეხვედრები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მონტენეგროში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე იმყოფება. მინისტერიალის ფარგლებში, მიხეილ დარჩიაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ალბანეთის, თურქეთისა და მონტენეგროს თავდაცვის მინისტრებთან  მიმი კოდელთან, ისმეთ ილმაზთან და  მილიცა პეანოვიც-დიურისიცთან, ასევე აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ეველინ ფარკასთან, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან პაველ ანასტასოვთან, იტალიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან ჯოაკინო ალფანოსთან და ხორვატიის თავდაცვის მინისტრის მრჩეველთან ზორან დრჩასთან.

ორმხრივ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ნატოს უელსის სამიტის შედეგები იყო. მხარეებმა დეტალურად განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტები. მიხეილ დარჩიაშვილმა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მაქსიმალურად ჩართვა სთხოვა. მხარეები ასევე, შეეხნენ თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე ტრანსფორმაციის საკითხებს.