დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი ოსიაურის სამხედრო ბაზას ესტუმრა და ახალწვეულებს სვეტიცხოვლობა მიულოცა. სამხედრო ბაზაზე წვევამდელები ამჟამად საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გადიან. პრეზიდენტს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა. მათ საველე ბაზის ტერიტორია დაათვალიერეს, ჯარისკაცებისთვის ადგილზე არსებულ პირობებს და წვრთნის პროცესს გაეცნენ.
გიორგი მარგველაშვილმა ბაზის სამლოცველოს საჩუქრად სვეტიცხოვლის ჭედური ხატი გადასცა, თითოეულ კურსანტს კი „ვეფხისტყაოსანი“ უსახსოვრა. ახალწვეულებს სვეტიცხოვლობა ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა მიულოცეს.
ოსიაურის სამხედრო ბაზაზე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს ამჟამად 469 ახალწვეული გადის. 21 დღიანი სწავლების დასრულების შემდეგ ისინი სხვადასხვა ბრიგადებში გადანაწილდებიან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განაგრძობენ მსახურს.