შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები და აშშ-ს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტების მსვლელობა განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებს.