მოლდოვის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე (ვიდეო)

მოლდოვის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე (ვიდეო)

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. ვალერიუ ტროენკომ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე, იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და  თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი.

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა მოლდოვისა და საქართველოს  სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.

საქართველოში მოლდოვის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დასრულდება.