უახლოეს პერიოდში აჭარაში ვაჰაბიზმი იფეთქებს!

უახლოეს პერიოდში აჭარაში ვაჰაბიზმი იფეთქებს!

უფლებათადამცველი მერაბ ბლადაძე და ქობულეთის მკვიდრი დავით ზოიძე აჭარაში არსებულ მძიმე სიტუაციაზე საუბრობენ და ხელისუფლებას ადეკვატური ქმედებისკენ მოუწოდებენ:

- აჭარაში დღესაც გრძელდება რელიგიური დაპირისპირება მუსლიმან და მართლმადიდებელ ქართველებს შორის. მოგეხსენებათ, ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე შენობის კარზე მიაჭედეს ღორის თავი. ეს ის შენობაა, რომელშიც უნდა გახსნილიყო მუსლიმანური სასწავლებელი, ე. წ. მედრესე. რეალურად, ეს მესამე ძალის მიერ ინსპირირებული პროვოკაციაა და ამსაქმეში ლერმონტოვის ქუჩის მცხოვრებლები გარეულნი არ არიან. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ იმ დღეებში საქართველოს პრემიერმინისტრი აშშ-ში მიემგზავრებოდა და ხელს აძლევდათ, მსოფლიოს დაენახა, საქართველოში რელიგიური დაპირისპირებაა ქართველებს შორისო.

- მესამე ძალაში ვის გულისხმობთ?

- თურქეთის მიერ მართულ რამდენიმე ადამიანს, რომელთა გამოააშკარავება,სამწუხაროდ, ჩემი კომპეტენცია არ არის. ეს სპეცსამსახურების საქმეა. როდესაც მდგომარეობა გამწვავდა, აჭარის მაღალჩინოსნებს შევხვდი და ვესაუბრე. მათ საკმაოდ მისაღები აზრი გამოთქვეს ქართველი მუსლიმანებისთვის, კერძოდ ის, რომ ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე შენობის ნაცვლად, გადასცემენ ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მოქმედ მედრესეს, რომელიც ბანკის მიერაა დაყადაღებული, მაგრამ ამ წინადადებაზე კატეგორიული უარი მიიღეს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ლერმონტივის ქუჩის მოსახლეობა მართლმადიდებელი მრევლითაა დასახლებული. ელემენტარული პატივისცემაა, რომ, სადაც მართლმადიდებელიხალხი ცხოვრობს, იქ მუსლიმანური სკოლა არ უნდა გაიხსნას. ასეა ევროპაშიმიღებული. მედრესე უნდა გაიხსნას იქ, სადაც რიცხობრივად მეტი მუსლიმანი ცხოვრობს. არადა, ქობულეთში მუსლიმანი თითქმის არ ცხოვრობს და არც  მედრესეს გახსნისაუცილებლობაა რომელიმე უბანში. ადგილობრივი ხელისუფლება მაინც წავიდა დათმობაზე და ლერონტივის ქუჩის ნაცვლად სხვა ადგილი შესთავაზა, რათა ორი აღმსარებლობის წარმომადგენელთა  შორის დაპირისპირება აეცილებინა.

რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ბათუმში აზიზიეს მეჩეთის აშენების საკითხი დადგა დღის წესრგში, მუსლიმანური მრევლის რამდენიმე ლიდერი ხმამაღლა ამბობდა, რომ არ სურდათ თურქული ფულით ამ მეჩეთის აშენება, მაგრამ დღეს ეს ადამიანები უკვე დაშინებულები არიან და დუმან. აჭარაში ცხადად ჩანს პროთურქული ძალებისდიდი გავლენა! მესამე ძალა  პროთურქულად განწყობილი ქართველიმუსლიმანები არიან, რომლებმაც განათლება თურქეთში მიიღეს. მოგეხსენებათ, დღესაც მასობრივად მიჰყავთ აჭარელი ახალგაზრდები თურქეთში სასწავლებლად, საიდანაც მართლმადიდებელი ქართველებისადმი აგრესიულად განწყობილი ბრუნდებიან.

- მაინც რატომ არ მიდიან დათმობაზე და რატომ არ ყაბულდებიანალტერნატიულ ფართობს?

- მათ სურთ, ისარგებლონ ამ დაპირისპირებით, არეულობით და მიაღწიონ იმას, რომ ბათუმში აშენდეს აზიზიეს მეჩეთი. როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიღიად ამბობს, რომ ბათუმი თურქეთის ტერიტორიაა, როდესაც თურქეთისსკოლების სახელმძღვანელოებში წერია, რომ ბათუმი ისტორიულად თურქეთისმიწაა და საქართველოს აქვს დროებით ოკუპირებული, ეს საყურადღებო დაძალიან საშიში ტენდენციაა. ყველაზე მეტად კი იმან გამაოცა, რომ არ არსებობს კანონი სასწავლო ობიექტის გახსნის თაობაზე; ჩვენი კანონმდებლობით, ნებისმიერს, ვისაც სურვილი გაუჩნდება, შეუძლია გახსნას მედრესე.

 

დღეს აჭარაში პარპაშებენ პროთურქულად განწყობილი ადამიანები. და ის, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მეჩეთის, მედრესეს, მინარეთის გახსნა აჭარაში, რადგან აბსოლუტრად უკონტროლოა ეს სფერო, დიდი საშიშროებაა, ის ბავშვები, რომლებიც თურქეთშიიღებენ განათლებას, ვაჰაბიზმის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. ამის აშკარანიშნებს ვხედავ. დიახ, ასე თუ გაგრძელდა, უახლოეს პერიოდში აჭარაშივაჰაბიზმი იფეთქებს.

საქართველოში დღეს 300-მდე მეჩეთი მოქმედებს, ხოლო თურქეთში - არც ერთი ქართული ეკლესია....

- ცნობილია, რომ აჭარაში 60-მდე მედრესე ფუნქციობს. საინტერესოა, კანონი თუარეგულირებს, რამდენი მედრესეა საჭირო საქართველოს ამ კუთხეში...

- სამწუხაროდ, კანონი არ არეგულირებს მეჩეთებისა და მედრესების რაოდენობას. მაგალითად, ლერმონტოვის ქუჩაზე რომ სურთ მედრესეს გახსნა, ამისთვის ლიცენზიაც კი არ აქვთ. მედრესის გახსნის მესვეურებმა მიპასუხეს, ამისათვის არანაირი ლიცენზია არ გვჭირდებაო. სხვათა შორის, ეს შენობა არის შპს-ის ბალანსზე, რომელიც ანგარიშვალდებულია საგადასახადო სამსახურის მიმართ, და აუცილებელია ლიცენზია. კარგი, დავუშვათ, ლიცენზიის გარეშე მაინც გახსნეს და ასწავლეს ბავშვებს, რომ დაამთავრებენ ამ სკოლას, ატესტატი ხომ უნდა მისცენ? წესით და რიგით, ამ ყველაფერს განათლების სამინისტრო უნდა არეგულირებდეს, აგრეთვე, უნდა აბალანსებდეს, თუ რა საგნები უნდა ისწავლებოდეს და ა. შ.

გარდა ამისა, ქობულეთი კიდევ ერთი საფრთხის წინაშე დგას. ეს არის ჩინურიკომპანია “სინო ჰიდრო”, რომელიც დაკავებულია გზის მშენებლობით. ქობულეთში მიმდინარეობს შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც აუცილებელია, მაგრამ ამ მშენებლობაზე არსებობს მთელი რიგი დარღვევებისა. ხელთ მაქვს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 16 ივნისის ბრძანება, რომელშიც წერია, რომ სოფელ ხუცუბანში “სინო ჰიდრომ” უნდა განახორციელოს მინერალური მასალების მოპოვება. მაგრამ ეს კომპანია არღვევს კანონს და 5 მეტრის ნაცვლად, მიწაში ჩადის 10-12 მეტრის სიღრმეზე. კანონში ისიც წერია, რომ მასალების ამოღების შემდეგ ორმოები უნდა ამოავსონ. რაც მთავარია, ეს სამუშაოები ქობულეთის წყალსადენთან ახლოს ჩატარდა და ორმოები არათუ ამოავსეს, არამედ მათში ჩაღვრილია ნავთობი და, რადგან ამხელა ორმოები დაინახეს, მოიტანეს  დაათეულობით ტონა ქიმიურად გადამუშავებული მანდარინის ნარჩენებიც ჩაყარეს.გარდა ამისა, ამ ორმოებში რამდენიმე ძროხაც დაიხრჩო და კვალის დაფარვისმიზნით ზემოდან  მიწა მიაყარეს. ხელთა მაქვს ამის ამსახველი ვიდეომასალა დავაპირებ პრემიერმინისტრს გავუგზავნო, რათა ეს საქმე გამოიძიონ. ამ ყველაფრის გამო ქობულეთი დგას მოწამვლის საშიშროების წინაშე.

- მურმან დუმბაძის ფრაქციიდან გარიცხვის ამბავს როგორ აფასებთ?

- ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ ვთქვი, რომ დუმბაძე ძირითადად დაკავებული იყო თავისი სანათესაოსა და სამეგობროს დასაქმებით. აჭარა გადააქცია თავისი და ახლობლების ჯიბედ. როდესაც ამ მარაზმს შეეწინააღმდეგა ადგილობრივი ხელისუფლება და დაიწყო დუმბაძის კადრების ჩამოშორება, დუმბაძე ხელისუფლებას ოპოზიციაში ჩაუდა. დუმბაძე დღეს არის პოლიტიკური გვამი, რომელსაც ძალაუფლება აღარაქვს. ვიცი, რომ ეს ადამიანი დადის ზემო აჭარაში, კერძოდ, ხულოს რაიონში და იქაურ მუსლიმანებს აქეზებს საპროტესტო გამოსვლებისთვის. ეს კაცი ცდილობს, სიტუაცია თავისი პოლიტიკური რეაბილიტაციისთვის გამოიყენოს. დიახ, ის ფარულად მოქმედებს და აქეზებს მუსლიმან ქართველებს, რათა დაიწყოს  გამოსვლები აჭარაში ადგილობრივი მთავრობის წინააღმდეგ.

დავით ზოიძე, ქობულეთის მკვიდრი:

- ხალხი დაიღალა ქობულეთში არსებული სიტუაციით. თავდაპირველად, ლერმონტოვის 13-ში ბინა რომ იყიდეს, თქვეს, ორმა ოჯახმა უნდა ვიცხოვროთო. მაგრამ მალე დაიწყეს რამდენიმე საპირფარეშოს გაკეთება, ამან დაგვაეჭვა. სიტუაციაში გასარკვევად მისულებს “ქართველ მუსლიმანთა ურთიერთობების” თავმჯდომარე შამილ კაკალაძე დაგვხვდა და გვითხრა, თქვენ ვინ გკითხავთ, აქ რას გავაკეთებ - მედრესეს თუ ჯამეს, ეს სახლი ვიყიდეთ და ნება ჩემიაო. არადა, როგორც შევიტყვეთ, ეს სახლი ვიღაც თურქ მუსტაფა ბუიუქის უყიდია. შემდეგ კი ამათთვის გადაუცია მედრესეს გასახსნელად. თუმცა ჩუქების დამადასტურებელი საბუთი არ აქვთ და არც ვიცით, რას აპირებენ. ამიტომ ქობულეთელები დღე და ღამე დგანან ამ სახლთან და შიგ არავის უშვებენ.

- მედრესეში სწავლის მსურველები თუ არიან?

- ქობულეთში - არა. აპირებენ, სოფლებიდან ჩამოიყვანონ. ქობულეთში ერთი მუსლიმანიც არ ცხოვრობს, მხოლოდ პროვოკაციის მიზნით სურთ სასწავლებლის გახსნა.

ამ საქმეში თურქული ფული დევს. თურქები ამბობენ, აჭარა დაკარგულია დაუნდა დავიბრუნოთო.

რაც მთავარია, მართლმადიდებლურ ზონაში იმიტომ ცდილობენ მედრესეს გახსნას, რომ ერთმანეთს დაუპირისპირონ მართლმადიდებელი და მუსლიმანი ქართველები.

რატომ უნდა დავთმოთ, არ ვიცი. ჩვენ რა, თურქები გვაძლევენ უფლებას, მათ მიწაზე ქართულმა ეკლესიამ იარსებოს? ყველა თავს შევაკლავთ და არ ვაბატონებთ თურქებს აჭარაში, მაგრამ საქმე რთულად არის - შველა გვჭირდება. ჩვენი მამები და ბაბუები ხმლის ქვეშ გაამუსლიმანეს და ისევ შეეცდებიან ამის გაკეთებას. უკვე ცდილობენ, მაგრამ ხმლის ნაცვალად ფულს იყენებენ. აზიზიეს მეჩეთის აშენება რას ნიშნავს იცით? რომელმიწასაც იპყრობს, იქ აშენებს თურქი მეჩეთს და ამით ცდილობს, დაგვანახოს, რომბათუმი თურქეთისაა. ამიტომ აჭარის მოსახლეობა უნდა დავდგეთ ერთად, რათა მთელმა ქვეყანამ დაინახოს, რომ აჭარა არ მიისწრაფვის გათათრებისკენ. აი, მერე კი სრულიად საქართველო ჩაერევა ამ პროცესში. ისედაც გაწამებულია აჭარელი ხალხი,ყოველ მეორე ოჯახს ბინა იპოთეკით აქვს დატვირთული და ახლა ორ ცეცხლსშუაა - არსებობისთვის იბრძოლოს თუ თურქს ეომოს!