შს-ს ევროპის საბჭოს დელეგაცია ეწვია

შს-ს ევროპის საბჭოს დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი ევროპის საბჭოს პოლიტიკურ მრჩეველთა დირექტორის მოადგილე დანიილ ხოშაბოს და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს, პოლიტიკურ მრჩევლებს მაქსიმ ლონგანგეს, მარსელ კაპის, ასევე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ კატერინა ბოლონეზეს და მის მოადგილე ალესანდრო სავარისს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში შექმნილ ვითარებას, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ზოლში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციას, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრებს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ურთიერთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.