შსს-ს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

შსს-ს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაეროს გენდერული თანასწორობისა და ქალთა როლის გაძლიერების სააგენტოს (UN Women) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და საქართველოში “UN Women”-ის წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერება. ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საქართველოს 3 საპილოტე რეგიონის პოლიციაში შეიქმნა ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის საქმეებზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული ჯგუფები. აღნიშნულ ჯგუფებს ჩაუტარდათ ტრენინგები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედ სამართლებრივ მექანიზმსა და სექსუალურ ძალადობაგანცდილ მსხვერპლებთან და დაზარალებულებთან მოპყრობის თავისებურებაზე.