მინდოდა, დღეს რომელიმე ქალის ისტორია მომეყოლა, მაგრამ გადავიფიქრე...
გადავწყვიტე, ციხის იმ მანკიერ და მძიმე მხარეებზე გიამბოთ, რომელიც დღეს ასე აქტიურია...
მოკლედ, ვისაუბროთ ციხეზე, ისეთზე, როგორიც სინამდვილეშია!
რატომ არის ციხე საზოგადოებრივი ნაგვის თავშესაყარი?
რატომ არის რთული, ენდო ადამიანს, რომელსაც ციხე აქვს გამოვლილი?
რატომ იყო ამნისტია საფრთხე და რატომ არის დღეს ამნისტირებულთა, ალბათ, დიდი ნაწილი საშიში?
თარბია, ნატაშა, საბინა და მათი ძმა მამედი ფონიჭალაში ცხოვრობდნენ.
ამბობდნენ, რომ მწვანილითა და ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, მაგრამ იმასაც ამბობდნენ, რომ მწვანილით გამდიდრებული არავინ ენახათ...
თარბია “წამლის” შემნახველი იყო...
ნატაშა და საბინა - დამხარისხებლები...
მამედს კი, მარნეულიდან გადმოჰქონდა და კლიენტებსაც თავად ნახულობდა...
რამდენიმე გაჩხრეკის მიუხედავად, ოჯახში “ჰეროინი” ვერ იპოვეს...
ერთხელ, მწვანილიც კი გადაქექეს....
არ ვიცი, რომელი ქალის, მაგრამ “წამალი” ერთ-ერთის საშოში იყო “შენახული” - დაკავების დროს სწორედ იქ აღმოაჩინეს, სადაც არ ელოდნენ...
მამედი?
მამედს კი, “ჰეროინი” სწორი ნაწლავით მოჰქონდა მარნეულიდან ფონიჭალამდე....
შეგძრათ?
მეც!
მობილური
სად ინახავენ პატირები მობილურს?
სადაა ადგილი, სადაც შენახვა წარმოუდგენელი და რაც მთავარი, უსაფრთხოა?
რაღა თქმა უნდა, საშვილოსნოში...
2010 წლის დეკემბერში, ახლადგახსნილი ციხისკენ წასვლამდე, მახსოვს, დირექტორმა, მედიკო ალანიამ და მოადგილე ზვიად კვარაცხელიამ ყველა ქალი მკაცრად გააფრთხილეს:
- იქ მობილური აღარ იქნება, არ გაბედოთ და არ წამოიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გიპოვით!
ზუსტად ვიცი, 4 მობილური ტელეფონი ამოიღეს პირველივე ჩხრეკისას...
ორი - საშვილოსნოს ყელიდან... გინეკოლოგებმა იპოვეს მას შემდეგ, როცა “რადარი” აწრიპინდა. ორიც - სწორი ნაწლავიდან!
გიკვირთ?
მე არ მიკვირს...
უბრალოდ, მზარავს!
სხვა ადგილებიცაა, სადაც მობილურს ინახავდენ:
ელექტრო ჩაიდანი...
ელექტრო გამანაწილებელის ბუდე...
ჭერი...
“პლინტუსი”...
კაბურა, ანუ გამონგრეული კედელი, რომელსაც გარედან ქვა აქვს მიდებული...
ფეხსაცმლის ძირი...
“ბაკლოსანი”
“ბაკლოსანი” მაშინ ის პრეპარატი იყო, რომელსაც ციხეში ან გზავნიდნენ, ან ადგილზე ყიდდნენ!
სად შეიძლება, შეგენახა ნარკოტიკი, რომ ციხეში უმტკივნეულოდ შემოსულიყო?!
სად და, - ქათმის ბარკლის ძვალში, გარშემო კი ხორცი “შემოგელაგებინა”.
ამის გაკეთებას ხომ უნდა ოსტატობა?
კი, უნდა და იყვნენ ამის ოსტატები!
საკანში სად უნდა დამალო ის, რასაც ეძებენ?
პურის გულში...
მორალი
ქალს, რომლსაც უზენაესმა საშვილოსნო იმიტომ უბოძა, რომ შვილი შობოს და ამ ორგანოს “ჰეროინის” დასამალად იყენებს, როგორ უყურებთ?
ზუსტად ასეთი ქალები ამნისტიის პირველივე დღეებში გათავისუფლდნენ!
თაღლითები
ციხეში რომ მოვხვდი, გული გამისკდა და თავი ანგელოზი მეგონა!
მართლა ასე ჩავთვალე, გადაჭარბების გარეშე!
ერთ ბინას შვიდჯერ ყიდდნენ და თავს პოლიტპატიმრებს ეძახდნენ!
კარზე მიმდგარ დაზარალებულს კი, შავებში ჩაცმულები ხვდებოდნენ და დამწუხრებულები უყვებოდნენ, თუ როგორ დაკრძალეს 20 წლის შვილი...
ამ დროს, ამ თაღლითების შვილები საღსალამათები და ბედნიერები დადიოდნენ ქუჩაში, შინ კი, დედებს მათი სურათები შავ ჩარჩოებში ჰქონდათ ჩასმული!
მკვლელები
გარეთ რომ კაცს მოკლავ, ან დაასაჭურისებ და მერე, ციხეში იტყვი, სასმელის ბრალი იყოო... უნდა დაგიჯერონ?
ალბათ, - არა, რადგან ასეთი მკვლელები შემდეგ “ბრიტვით” დადიოდნენ და ვინც არ მოსწონდათ, ან ადვილად “აჩმორებდნენ”, ან სახეზე “ბრიტვას” უსვამდნენ!
აი, ვინ იყვნენ ციხეში...
აი, ვინ არიან დღეს გარეთ!
ეს არ არის ერთი ამბავი...
ეს არის ციხის ჩვეულებრივი ამბავი!
და მე, ამ “საზოგადოებრივი ნაგვის” ნაწილი ვიყავი 6 წელი!