შს მინისტრმა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სექტორი გახსნა

შს მინისტრმა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სექტორი გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა წითელ ხიდზე სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს მეოთხე სექტორ ,,ახკერპი“-ს შენობა საზეიმოდ გახსნეს. აღნიშნული სექტორი საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე მდებარეობს. სასაზღვრო სექტორი ადგილობრივმა მოსახლეობამ დაათვალიერა და ახალი ინფრასტრუქტურით კმაყოფილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სახელმწიფო საზღვრის დამცველებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის თებერვლიდან მესაზღვრეებს ხელფასები მნიშვნელოვნად გაეზარდათ.

2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასაზღვრო პოლიციისთვის დამატებითი სახსრები გამოყო საქართველო-რუსეთის ფედერაციის, საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის და საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე ახალი სექტორების მშენებლობისთვის.

საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 3 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 2 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 4 სასაზღვრო სექტორი. საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე აშენებულია 1 სასაზღვრო სექტორი. 2014 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია 6 ახალი სასაზღვრო სექტორის მშენებლობის დაწყება.