რას ამბობდნენ ადრე და რას ამბობენ ახლა “მეორადი მოხმარების” პოლიტიკოსები
პირწავარდნილი და ფარული “ნაცების” დაპირისპირება უკვე ფარსად იქცა. თუ ბრმა არ ხარ, ამ დაპირისპირების არსი ნათელია _ პირწავარდნილი “ნაცები” თვალებში ნაცარს გვაყრიან, როდესაც “ოცნებაში” გადაპორტირებულ ფარულ “ნაცებს” “მწვავედ აკრიტიკებენ”.
მიუხედავად კარგი კონსპირაციისა, ამ ფარსში მონაწილე პირწავარდნილი “ნაცები” ისე შეიჭრნენ როლში, რომ დაუკრეფავში გადავიდნენ და კოლეგა ფარულ “ნაცებს” კონსპირაცია წყალში ჩაუყარეს. რამდენიმე პირწავარდნილმა “ნაცმა” (გოგა ხაჩიძემ, ეკა ხერხეულიძემ და სხვ.) სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს “ქართული ოცნების” “გულანთებული” ნუკერებისა და “ნაცმოძრაობის” დაუძინებელი ოპონენტების, სინამდვილეში კი ფარულად პორტირებული “ნაცების” ციტატები – თუ როგორ მიმართავდნენ და მოიხსენიებდნენ ისინი მიხეილ სააკაშვილს...
ამ ციტატების გამოქვეყნებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ, როგორც “ქართული ოცნება”, ასევე ძველი თუ ახალი ოპოზიციის ფრაქციები, ძირითადად, “ნაცმოძრაობისგან” ჩანერგილი მსტოვრებისგან შედგება.
აი, როგორ აფასებდნენი ისინი მიხეილ სააკაშვილსა და ქვეყანაში შექმნილვითარებას სხვადასხვა პერიოდში:
ლევან გაჩეჩილაძე: “მიხეილ სააკაშვილის სახით მე ჭეშმარიტი რეფორმატორი და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკოსი დავინახე. გაოცებული ვარ მისი ცოდნით ეკონომიკაში. რითაც შემეძლება, დავუდგები გვერდით, რომ თავისი გეგმის რეალიზება შეძლოს. მას მართლა რეალისტური და ამბიციური გეგმა აქვს და ეს ნამდვილად ქვეყნის გადარჩენის გეგმაა... პრინციპული და მებრძოლია მიშა უშიშარია და ეს მომწონს” (2001 წ.).
ლევან გაჩეჩილაძე: “სააკაშვილი არის უპრინციპო და მშიშარა ადამიანი, მასუსაფუძვლო ამბიციები აქვს და ამ ამბიციებს გადააყოლებს ქვეყანას, თუმივუშვით. ის არის საკუთარ სკამზე შეყვარებული კარიერისტი (2007 წ.).
კობა დავითაშვილი: “პოლიტიკაში მოვედი მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მხარდასაჭერად, რომელიც ერთადერთი რეალური, უალტერნატივო რეფორმატორული ძალაა, რომელსაც შეუძლია, დაამარცხოს ჯერ შევარდნაძის რეჟიმი და მერე თანმიმდევრულად ებრძოლოს იმ სიმახინჯეებს, რომლებიც ამ რეჟიმისგან დარჩება და რამაც, სამწუხაროდ, ღრმად გაიდგა ფეხი ჩვენს მენტალიტეტში. მიხეილ სააკაშვილს აქვს ყველაფერი, ეს ბრძოლა ბოლომდე წარმატებით მიიყვანოს _ პოლიტიკოსის გამჭრიახობა და შორსმჭვრეტელობა, პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი, დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა და, რაც მთავარია, პოლიტიკური ნება” (2003 წ.).
კობა დავითაშვილი: “სააკაშვილს არ აქვს ნება, გაატაროს რეფორმები, მას აკლიაპოლიტიკური შორსმჭვრეტელობა, ძალიან ახლოს მხედველი პოლიტიკოსია და ესკატასტროფამდე მიიყვანს მასაც და ქვეყანასაც” (2006 წ.).
ზვიად ძიძიგური: “მიხეილ სააკაშვილი არის ჭეშმარიტი ლიდერი. ამ ადამიანს შეუძლია ერთგულება, ბრძოლისუნარიანია, უშიშარია, რა ვიცი, კიდევ მრავალი დადებითი თვისება გააჩნია. რაც მთავარია, სახელმწიფოებრივად აზროვნებს და გულით სურს, საქართველო მსოფლიო მასშტაბით ანგარიშგასაწევი ქვეყანა გახდეს. ვურჩევ ყველა პოლიტიკოსს, დაუდგეს სააკაშვილს გვერდით და ერთად ვაშენოთ ეს ქვეყანა. სააკაშვილი არის საქართველოს პატრიოტი და ამით ყველაფერია ნათქვამი” (2004 წ.).
ზვიად ძიძიგური: “სააკაშვილს პატრიოტიზმის ნატამალი არ გააჩნია, ის ამქვეყნის დამაქცევრადაა მოვლენილი. ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებ,მოვიშოროთ. სააკაშვილი არის მშიშარა... ამ ადამიანს არ შეუძლიაელემენტარული ერთგულება. ყველას მოვუწოდებ, _ დავირაზმოთ მიშასწინააღმდეგ! (2009 წ.)
დავით ბერძენიშვილი: “მიშა ერთდროულად, რამდენიმე თვის ინტერვალით, ორ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში და ორივე წარმატებით დააგვირგვინა. მან აჭარა დაუბრუნა საქართველოს, მაგრამ ეს ვერ მოხდებოდა შევარდნაძის რეჟიმი მშვიდობიანი რევოლუციით რომ არ გაესტუმრებინა. ხალხი მასში გმირს ხედავს და ვერც გაამტყუნებ _ ის, რაც ვერავინ შეძლო მთელი 11 წლის მანძილზე, შევარდნაძის გადაყენებას ვგულისხმობ და, რაც ვერავინ შეძლო 13 წლის მანძილზე, ანუ ასლან აბაშიძის გაძევება აჭარიდან, მიშამ მოახერხა თავის თანამებრძოლებთან ერთად. მას აქვს უნიკალური უნარი, საჭირო დროს და საჭირო ვითარებაში შეარჩიოს თანამებრძოლები. როცა პრეზიდენტს ამის ნიჭი აქვს, ეს ბევრს ნიშნავს _ საკადრო პოლიტიკა, მოგეხსენებათ, საკვანძო საკითხია სახელმწიფოს მშენებლობაში.” (2004 წ.)
დავით ბერძენიშვილი: “რესპუბლიკელები” რომ არ დავდგომოდით სააკაშვილსგვერდით, ძვრას ვერ უზამდა ასლანის რეჟიმს. ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლითაჭარაში, შეიძლება ითქვას, ძირი უკვე გამოთხრილი ჰქონდა აბაშიძის რეჟიმს.იმას არ ვიტყვი, ერთი სულის შებერვაღა აკლდა-მეთქი, მაგრამ არ შეიძლება,ერთმა კაცმა, ერთმა ვიწრო წრემ, თუნდაც საპრეზიდენტო გუნდმა, ყველაფერიდაიბრალოს... სააკაშვილს დაღუპავენ კადრები, თანაგუნდელები, სამწუხაროა,რომ მას არ აღმოაჩნდა კადრების შერჩევის ნიჭი.” (2006 წ.)
პაატა ზაქარეიშვილი: “ის მოდელი, რომელსაც სააკაშვილი სთავაზობს აფხაზეთს, შეიძლება უნიკალური არ არის, მაგრამ საუკეთესოა ამ რეალობაში. აფხაზებს უნდა ეყოთ ჭკუა, რომ წამოვიდნენ პირდაპირ დიალოგზე. მათ აქვთ შანსი, გადაირჩინონ თავი და ერთიან, ქართულ სახელმწიფოში სრულფასოვან მოქალაქეებად იქცნენ. მათ უამრავ პრივილეგიას ჰპირდება პრეზიდენტი, სხვა ამდენს არც დაუთმობდა” (2005 წ.).
პაატა ზაქარეიშვილი: “მთელი ამდენი ხნის მანძილზე, პრეზიდენტობის 4 წლისპერიოდში, სააკაშვილს ერთი გონივრული ნაბიჯი არ გადაუდგამს აფხაზებისა დაოსების შემოსარიგებლად, ერთი კონსტრუქციული წინადადება არ შეუთავაზებია” (2009 წ.).
სალომე ზურაბიშვილი: “ჩვენ გვყავს ნამდვილი ევროპული ტიპის, დემოკრატიული ღირებულებების დამცველი პრეზიდენტი. მას ძალიან ბევრი დადებითი მხარე გააჩნია, მათ შორის, სოლიდური დიპლომატიური გამოცდილება, რაც მის ასაკში არცთუ ჩვეულებრივი ამბავია. დეტალია და იქნებ ვინმემ თქვას, ეგ რაღა სალაპარაკო იყოო: მან შესანიშნავად იცის რამდენიმე უცხო ენა. როცა ერთად ვართ საერთაშორისო დონის მოლაპარაკებებზე, შეხვედრებზე ლამის ყველას მის ენაზე ელაპარაკება. მე პროფესიონალი დიპლომატი ვარ და ვიცი, ეს რასაც ნიშნავს _ ნებისმიერი რანგის შეხვედრაზე, ნებისმიერი რანგის ლიდერს მოლაპარაკების დასაწყისში შენ მიმართ კეთილად განაწყობ, თუ ერთ ანეკდოტს მოუყვები მის მშობლიურ ენაზე.” (2005 წ.)
სალომე ზურაბიშვილი: “სამწუხაროა, ჩვენმა პრეზიდენტმა არ იცისდიპლომატიის ანი-ბანი, ამ საქმეში ის პირდაპირ ოროსანია. საკუთარი თვალითდავრწმუნდი, რომ ეს ასეა და არაერთხელ. ბევრი ენა იცისო, ენებიო, ენებიო...უკაცრავად, მაგრამ პოლიტიკა პოლიგლოტია არ არის, ენების ცოდნა აქ მთავარიარ არის, არც – მნიშვნელოვანი.” (2006 წ.)
კახა კუკავა: “მიხეილ სააკაშვილი მიდის საქართველოს აღორძინებისა და გამთლიანების გზით. მწამს, თუ მას დააცადეს, აუცილებლად დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, მაგრამ ამას დრო სჭირდება, ხანგრძლივი პროცესია. მთავარია, რამდენიმე წელი მუშაობა და მოთმინება.” (2004 წ.)
კახა კუკავა: “თავიდანვე ვამბობდი, რომ სააკაშვილს არანაირი გეგმა და არცსურვილი არ გააჩნდა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, მაგრამ მაშინყველა გაჰყვიროდა, _ მიშა აფხაზეთს დაგვიბრუნებსო.” (2009 წ.)
ნინო ბურჯანაძე: “რევოლუციის დროს, ცხადია, სამეულიდან ყველა ლიდერს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, საქმე და კი, ბატონო, ამბიციებიც გვქონდა, მაგრამ ვიცოდით, რომ ამ ამბიციას, პირადულს, არც ერთი ჩვენგანი არ დააყენებდა ხალხის ინტერესების წინ. ცხადია, გარემოებათა გამო და, უპირველესად, საკუთარი პიროვნული და პოლიტიკური თვისებების წყალობით, მიხეილ სააკაშვილი იქცა რევოლუციის ლიდერად და შემდეგ _ პრეზიდენტობის უპრეცედენტოდ უალტერნატივო კანდიდატად. პრეზიდენტს ახლა სრული მხარდაჭერა აქვს ქართველი ხალხისა, რომ, რასაც ხალხს შევპირდი, ყველაფერი რეალობად იქცეს, ცხადია, უპირველესად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვგულისხმობ. მე, არა როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, არამედ როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ნამდვილად ვამაყობ, რომ ჩემს ქვეყანას, სააკაშვილის სახით, ასეთი პრეზიდენტი ჰყავს _ მთელ მსოფლიოში პოპულარული, ყველასთვის მისაღები, პატრიოტი და თავისი ერის ჭირ-ვარამის გამზიარებელი.” (2004 წ.)
ნინო ბურჯანაძე: “მიხეილ სააკაშვილი არის ანტიდასავლური ღირებულებებისარადემოკრატი პრეზიდენტი. მე ვიცოდი, რომ ის ტერიტორიების დამბრუნებელიარ იყო, არც დემოკრატიული რეფომების გამტარებელი და ვერც ეკონომიკაშიგაატარებდა ძირეულ და უმტკივნეულო ცვლილებებს.” (2009 წ.)
გოგა ხაინდრავა: “მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩამოყალიბებული, მწყობრი და უნაკლო გეგმა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტისა. მთავარია, რუსეთმა არ შეგვიშალოს ხელი და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მივაღწევთ საქართველოს გამთლიანებას.” (2005 წ.)
გოგა ხაინდრავა: “სააკაშვილის უბედურება ის იყო, რომ მას არანაირი გეგმა არჰქონია ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ვიმეორებ, სააკაშვილსარანაირი გეგმა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრისა არ ჰქონია.” (2006 წ.)
ზურაბ ნოღაიდელი: “პრეზიდენტ სააკაშვილს ჩინებულად ესმის ეკონომიკა და აქვს საკმაოდ ორიგინალური ხედვა ამ კუთხით. მას ესმის ყველა ის პრობლემა, რომლებიც ხალხს აწუხებს, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა კომპლექსურად გადავჭრათ ყველა ეს სოციალურ-ეკონომიკური საკითხი.” (2006 წ.)
ზურაბ ნოღაიდელი: “სააკაშვილი არის ძალიან ვერაგი, უსამართლო, ყაჩაღი დაჩვენ მის დამარცხებას შევძლებთ... არჩევნები აუცილებლად დასრულდებახალხის აჯანყებითა და რევოლუციით... რუსეთმა დაინახოს, რომ არსებობს სხვასაქართველო და საქართველომაც დაინახოს, რომ არსებობს სხვა რუსეთი.” (2009წ)
ირაკლი ოქრუაშვილი: “მიხეილ სააკაშვილს აქვს ყველა ის თვისება, რაც კარგ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს: პოლიტიკური გამოცდილება, გამჭრიახობა, ნებისმიერი საკითხის სახელმწიფოებრივი ხედვა და მიდგომა, ლიდერის თვისებები.... რაც მთავარია, პატრიოტია, სამშობლოს მოყვარული კაცია და ქართველი ხალხი უჭერს მხარს.” (2004 წ.)
ირაკლი ოქრუაშვილი: “მიხეილ სააკაშვილი არც ერთ საკითხს არ უდგებასახელმწიფოებრივად და ვისაც ამის ნიჭი არ აქვს, პოლიტიკაში არ უნდა იყოს.” (2008 წ.)
დავით ზურაბიშვილი: “არ შეიძლება მარტო იმის იმედად ყოფნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ლამის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ლიდერია, ევროპის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია და ყველაფერს ერთი კაცი გააკეთებს. დიახ, ეს რეალურად ასეა და სააკაშვილს უპრეცედენტო ნდობა და რეიტინგი აქვს უცხოეთში, ის პატრიოტი და მებრძოლი ლიდერია, მაგრამ გვერდში დგომა სწორედ ახლა სჭირდება. ოპოზიციის საქმე კრიტიკაა, მაგრამ ზოგიერთი პარტიის ლიდერები თუ უსაგნო კრიტიკას მოეშვებიან, კარგი იქნება. კაცს, როცა შეცდომა არ დაუშვია, რატომ აკრიტიკებ? ადამიანია, შეეშლება, მაგის დროც მოვა და მერე გააკრიტიკე, ოღონდ ქვებს ნუ დაუშენ. გააკრიტიკე იმისთვის, შეცდომა გამოასწოროს და არა იმისთვის, ახლა რასაც აკეთბენ _ ქულების დასაწერად.” (2004 წ.)
დავით ზურაბიშვილი: “სააკაშვილს თუ რაიმე საერთაშორისო მხარდაჭერაჰქონდა, ეს რევოლუციური პროცესების დამსახურება იყო და არა პირადად მისი.ეს, უპირველესად, იმ ხალხის დამსახურებაა, რომელიც ლიდერებს დაუდგაგვერდით, უკან არ დაიხია, ვიდრე არ წავიდა შევარდნაძე... გადამეტებულიაახლა, მითებია, თითქოს სააკაშვილის იმხელა, ამხელა რეიტინგი ჰქონდა დაუცხოელი ლიდერები რიგში იდგნენ მასთან შესახვედრად.” (2008 წ.)
ლევან ბერძენიშვილი: “მიშა სააკაშვილი არის დემოკრატი ლიდერი, დასავლური დემოკრატიის ერთგული და აქტიური მხარდამჭერი ამ ღირებულებებისა. ის მხარს უჭერს ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას და ამ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ძლიერი ქართული სახელმწიფო. მას აქვს ნიჭიც, უნარიც და გამოცდილებაც, რომ ეს ყველაფერი საქმედ აქციოს.” (2004 წ.)
ლევან ბერძენიშვილი: “სააკაშვილი არასდროს ყოფილა ლიბერალი, არასდროსყოფილა დასავლური დემოკრატიის ერთგული და მისი ცხოვრებაში გატარებისმოსურნე.” (2007 წ.)
თინა ხიდაშელი: “შევარდნაძესთან შედარებით სააკაშვილი მართლა დემოკრატიის ტალღა რომ არის, ამას თუ ვიტყვი, არა მგონია, დიდ ცოდვად ჩამეთვალოს. მიშამ გარისკა და იქ დადგა, სადაც ხალხის ინტერესები დგას” (2003 წ.).
თინა ხიდაშელი: “სააკაშვილი არის ანტიდემოკრატი, ავტოკრატი მმართველი.” (2008 წ.)
P.S. მიუხედავად იმისა, რომ “ნაცმოძრაობის” ზოგიერთი წევრი ამჟამად“ქართული ოცნების” რიგებშია (ან სახელისუფლებო სტრუქტურებში), თანაც,რიტორიკა შეცვალა, და რასაც ადრე ამბობდა, ახლა იმის საწინააღმდეგოს ამბობს,საყოველთაო ჭეშმარიტებაა: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება!
ანუ, გინდ #41 შემოხაზე, და გინდ _ #5, ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი იცვლება...