შს მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით აჭარაში ოპერატიული შტაბი შეიქმნა

შს მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით აჭარაში ოპერატიული შტაბი შეიქმნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად აჭარაში იმყოფება. მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით შეიქმნა ოპერატიული შტაბი, რომელშიც შედიან შს სამინისტროს სხავადასხვა ქვედანაყოფის და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში ჩართული შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

დღეს გაიმართა შტაბის სხდომა, რომელზეც განიხილეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობა. ოპერატიული შტაბი ანგარიშვალდებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან. 24-25 სექტემბერს ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით, ყველა უწყებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაევალა პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.

შტაბის სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ ბათუმის დატბორვის შემთხვევაში, 7 უბანზე დაწესდეს სპეციალური მონიტორინგი, რათა ვითარების გაუარესების დროს ოპერატიულად მოხდეს რეაგირება.