ფიცის დადების ცერემონიალი ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ (ვიდეო)

ფიცის დადების ცერემონიალი ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 57  სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ფიცის დადების ცერემონიალი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში” გაიმართა. წვემამდელებმა საწყისი საბრძოლო მომზადება  სამი კვირის განმავლობაში „კრწანისში“ გაიარეს. კურსის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები ეროვნული სასწავლო ცენტრის დაცვის ასეულში ჩაირიცხებიან და ბაზის უსაფრთხოების ფუნქციებს შეასრულებენ.

დღეს, ფიცის დადების ცერემონიალს სამხედრო მოსამსახურეების მშობლები და ნათესავები დაესწრნენ.  ღონისძიების დასასრულს გამოფენა მოეწყო, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა სასწავლო ცენტრის სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.