,,პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტში მხარს არ დავუჭერთ!’‘

,,პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტში მხარს არ დავუჭერთ!’‘

ნაციონალები ახალ პოლიტიკურ გადანაწილებაზე ალაპარაკდნენ

პრეზიდენტსადამთავრობასშორისურთიერთობებიდღითიდღემწვავდება. გარდაიმსასაცილომდგომარეობისა, რომელშიცთავსთავადიყენებენ, ამომრჩევლისთვალშირეიდების, აჭარისკონფლიქტისადარელიგიურიდაპირისპირებისფონზე, მეტისმეტადუსუსურადაცგამოიყურებიან. ამისშემდეგ, აღარცისუნდაიყოსგასაკვირი, რომშექმნილივითარებით, ყველაზემეტადსწორედოპონენტიძალა, ნაციონალებიისარგებლებენ; მითუმეტეს, ჩვენთანინტერვიუშისაპარლამენტოუმცირესობისერთ-ერთილიდერიარცსხვაპარტიებთან, მათშორისარცდუმბაძე-მარგველაშვილთანთანამშრომლობასგამორიცხავსდაშესაძლოახალგადანაწილებაზეცსაუბრობს. ,,ვერსიის’‘ კითხვებსგიორგივაშაძემუპასუხა.

- აჭარაში მიმდინარე მოვლენები შევაფასოთ - ეს რელიგიური ექსტრემიზმია, მართვის კრიზისი თუ თქვენ მიერ დაგეგმილი საბოტაჟი?
- რაც დღეს აჭარაში ხდება, იმ უგნური მოქმედების გაგრძელებაა, რაც ,,ოცნებამ’‘ სამცხე- ჯავახეთში, მინარეთის ,,მოჭრით’‘ დაიწყო. ვითარებას პოლიტიკურ ჭრილში თუ შევხედავთ, კრიზისი მთელ ქვეყანაშიც და აჭარაშიც, არაფორმალური მმართველობითაა გამოწვეული - სახელმწიფოს, არაფორმალურად, ისევ ბიძინა ივანიშვილი მართავს, დირექტივებს იძლევა და ამ დირექტივებს ადამიანები, ვინც პრემიერად, მინისტრებად, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა, ხან ასრულებენ, ხან ვერა. არეულობის მთავარი მიზეზი მაინც კლანური დაპირისპირებაა, რომელშიც ,,ოცნების’‘ ელიტამ მხარი არა მურმან დუმბაძეს, არამედ პრემიერის კაცს, ხაბაძეს დაუჭირა. მეცინება, როცა ამბობენ, რატომ ერევა ბათუმის მაჟორიტარი აჭარის მთავრობის საქმიანობაშიო! ჯერ ერთი, სწორედ ეს ევალება დეპუტატს და მეორე, როცა ივანიშვილი ყველაფერში სხვაზე მეტად ერევა, ეს ბრალდებები აღარ უნდა წამოაყენონ. მან კი დირექტივა გასცა და ახლა ყველა ერთნაირ კომენტარს აკეთებს მურმან დუმბაძეზე.

- დუმბაძის თემას ყველა არ გამოხმაურებია, მათ შორის, პრეზიდენტი. შეიძლება თუ არა, მას ამ კონფლიქტში საინტერესო როლი ჰქონდეს?
- დუმბაძესა და მარგველაშვილს დღეს იმხელა პოტენციალი არ აქვთ, მოვლენების განვითარება ერთად დაგეგმონ.

- და თუ მათ ნაციონალებიც დაეხმარებით?
- ნაციონალურ მოძრაობას მყარი პოზიცია აქვს. ჩვენი აზრით, ,,ქართული ოცნება’‘ შიგნიდან აირია. ზოგი ივანიშვილის ყურმოჭრილი მონაა, ზოგი კი უკვე თავისი აზრის თქმას ბედავს, ხოლო ასეთებს ავტომატურად, კეთროვანივით იცილებენ. ასეთია თუნდაც მურმან დუმბაძე და პრეზიდენტი. მარგველაშვილი მოცილებულია, კაცს საზღვარგარეთ ვიზიტი ჩაუშალეს და ალბათ, მალე რეზიდენციაში შუქსა და გაზსაც გადაუჭრიან. მის წინააღმდეგ ყველა მეთოდს გამოიყენებენ, რათა პრეზიდენტობის პერიოდი მისთვის კატასტროფული იყოს. ჩანს, ის ივანიშვილის ყურმოჭრილი მონა არაა.
- ბოლო თვეებში, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვის სახელით, მარგველაშვილს ძალიან ესარჩლებით. ამ ბრძოლაში მის მოკავშირეებად უნდა გიგულოთ?
- განსხვავებული მოსაზრებები პარტიის შიგნითაც გვაქვს, მაგრამ მსჯელობის შემდეგ საერთო დასკვნებამდე მაინც მივდივართ. ხშირად, შეიძლება ჩვენი პარტიის ლიდერები ერთმანეთისგან განსხვავებულ განცხადებებსაც აკეთებენ, მაგრამ ესეც ჯანსაღი პროცესია. რაც შეეხება თანამშრომლობას, არაფერს გამოვრიცხავთ. ჩვენ შეიძლება ვითანამშრომლოთ როგორც ცალკეულ პირსა და დამოუკიდებელ ძალებთან, ისე სხვა პოლიტიკურ ორგანიზმებთან.

- კონკრეტულად მარგველაშვილსა და დუმბაძესთან?
- დღეს პოლიტიკური სპექტრი ძალიან დავიწროებულია. ,,ქართული ოცნება’‘ ორმაგ თამაშს თამაშობს და მის გარდა, არიან მკვეთრად პრორუსული ძალები - ნინო ბურჯანაძისა და დავით თარხან- მოურავის პარტია, რომლებთანაც ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობას გამოვრიცხავთ, რადგან ჩვენს შორის წითელი ხაზია გავლებული. ჯერჯერობით, ,,ოცნებაც’‘ ერთიან ძალად მიიჩნევა. ჩვენი პარტიიდან რაღაც ძალების გამოყოფისა არ იყოს, ,,ოცნების’‘ დაშლაზე საუბარიც, ჯერჯერობით, მხოლოდ ჭორებია, ამიტომ დღეს თანამშრომლობას ცალკემდგომ ვერც ერთ ადამიანთან ვერ განვიხილავთ. რაც შეეხება დუმბაძეს, შევხედავთ, რა მდგომარეობა იქნება აჭარაში და კონკრეტულ თემებზე თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ, არც იმ შემთხვევაში, თუ ნაციონალების გარდა, აჭარის უზენაეს საბჭოში რაიმე სხვა ფლანგი წარმოიქმნა. თუ რაიმე ახალი ფლანგი მართლაც შეიქმნება და აჭარის უკეთესი განვითარება ენდომება, მათთან თანამშრომლობაზე ვიფიქრებთ, მაგრამ თუ ბათუმის ბულვარებში ჩაღუნული სკამების ყურება ურჩევნიათ, ამ პოლიტიკაში ვერ გამოვადგებით.

- რა ახალ გადანაწილებაზე საუბრობთ და მაინც არ მიპასუხეთ, როგორი პოზიცია გექნებათ, თუ ვთქვათ, პარლამენტი მარგველაშვილის იმპიჩმენტს შეეცდება?
- ვფიქრობ, პრეზიდენტი გადაწყვეტილებების მიღებისას უფრო რადიკალური უნდა იყოს. ეს უფრო პოზიტიური იქნებოდა და მარგველაშვილს თავისი რეალური ძალა რომ ეჩვენებინა, უფრო დავუფასებდი. დღეს კი ჩვენი პრეზიდენტი ყველაფერზე ორჭოფობს, თუმცა მაინც ერთადერთი ადამიანია, ვინც ,,ოცნების’‘ რეგრესულ პოლიტიკასთან შეწინააღმდეგებას ცდილობს. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, ამაზე პარტიის შიგნით ჯერ არ გვიმსჯელია, მაგრამ პირადად მე, ბიძინა ივანიშვილის ,,პოხონდრიების’‘ გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტს, თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო, მხარს არ დავუჭერ.

- ყოფილი პრემიერი ბოლო ინტერვიუში ამბობს, რომ გინდათ, საქართველო ცეცხლის ალში იწვოდეს. ამას ემატება უგულავას წერილი ,,მატროსოვიდან’‘. თითქოს ხელისუფლებას თქვენი გეგმების შესახებ რაღაც ინფორმაცია აქვს. რას ნიშნავს ბრალდებათა ეს ჯაჭვი?                
- ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია, რათა ,,ქართულმა ოცნებამ’‘, როგორმე, რეიტინგი შეინარჩუნოს. ზუსტად ამ რეიტინგის ვარდნის კომპენსირებისთვისაა ჩვენი მხრიდან მომავალი საფრთხეების შესახებ საუბარი, რისიც აღარავის სჯერა.

- თუმცა, თქვენგან არ მომისმენია, რომ ეს წერილი, სადაც შემოდგომაზე გააქტიურებაზეა საუბარი, ყალბია.
- დაზუსტებით ვამბობ - ეს შეთითხნილი წერილია, რომელიც გიგის არ ეკუთვნის! ჩანს, ,,ოცნებას’‘ სურს, შექმნას ვითარება, თითქოს, გიგი ,,მატროსოვიდან’‘ რევოლუციის მოწყობას აპირებს! ისიც გავიგე, ვიღაცას უთქვამს, გიორგი ვაშაძე ,,ზონდერებს’‘ აგროვებსო . მართლა მკითხეს ,,ზონდერებს’‘ მართლა არეგისტრირებო?! ვიხუმრე, აი, უკრაინაში რომ დავდივართ, რეფორმების გატარებაში ვეხმარებით და ისინი საბურავებით გვამარაგებენ- მეთქი. არ მესმის, ხუმრობაზე ყველა აცრილია? საბოლოოდ, ჩერჩეტი და უტვინო არავინაა, ამიტომ ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავ და ეს ყველაფერი საქილიკოა.

- ხუმრობა იქეთ იყოს, მაგრამ რეიდებითა და ლუდის სმაზე დაჯარიმებით შეწუხებული ხალხის უკმაყოფილება გროვდება. სად და როგორ შეიძლება, ამ მუხტმა თავი იჩინოს?              
- ათასი სცენარი შეიძლება განვითარდეს. ეს უკმაყოფილება, პირველ რიგში, ,,ოცნებაზე’‘ აისახება. შეიძლება, მათ ცოტა ხანში გვითხრან, დავიშალეთ, აღარ ვართო. ნამდვილად არაა გამორიცხული, ასე თუ გააგრძელეს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე თავი კოალიციის სახით ვერც მიატანონ. თუ 2016 წლამდე ერთად მიაღწევენ, ეს ძალისმიერი მეთოდებისა და შანტაჟის გზით მიღებული ერთობა იქნება. ცოტა ხანში, ,,საჭმელად’‘ ნაციონალური მოძრაობა გამოელევათ და მერე ჩვეულებრივ მოქალაქეებზე გადავლენ. პრინციპში, უკვე გადავიდნენ კიდეც. ნეტა, მათ ტვინში ჩამახედა, ვინც ხალხს ქუჩაში ლუდის სმაზე აჯარიმებს და იმავე ქუჩაზე ქურდსა და მკვლელს ვერ ხედავს. ეს პრობლემა 2 წლის წინ დადგა, როცა ,,ოცნებამ’‘ დანაშაულის დაფარვა დაიწყო.

- ახლახან დაიდო ახალი სტატისტიკა, რომლის მიხედვით, დანაშაულმა 17 %-ით იკლო, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი კი, პირიქით, გაიზარდა.
- როცა სისტემა დანაშაულის დაფარვას იწყებს, იქ კრიმინალს ვეღარ გააჩერებ. პირდაპირ გეტყვით, პატრულს აძლევენ მითითებას, რომ შემთხვევის ადგილზე როცა გადის, დანაშაული არ დაარეგისტრიროს და ოფიციალურად არ დააფიქსიროს. შესაბამისად, სწორი ვერც ეს სტატისტიკა იქნება, დამნაშავე კი დაუსჯელი რჩება.

- ვინ იძლევა ამ დავალებას, ან თქვენ საიდან იცით?
- ამას ჭიკაიძე რომ ვერ გადაწყვეტს, ფაქტია, ალბათ, მას ღარიბაშვილმა დაავალა. ქუთაისში იყო ფაქტები, რომ დაყაჩაღებულ ოჯახებს პოლიცია ეუბნებოდა, ოღონდ პოლიციაში განცხადება არ შეიტანოთ და ჩვენ მოგიგვარებთ პრობლემასო. ამ მიდგომამ შედეგად ის მოიტანა, რომ ,,ოცნებას’‘ კრიმინალი ხელიდან გაექცა.

- კი მაგრამ, სად არიან დაზარალებულები, სად არის ოპოზიცია, ან თქვენ საკმარისად აქტიური ხართ?
- საქართველოში ჩვენს გარდა, სხვა ოპოზიცია არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ დანარჩენები ხელისუფლებას ელაქუცებიან. სატელევიზიო თვალსაზრისით, აქტიურები ვართ, მაგრამ ეს არაა საკმარისი. მეტი აქტიურობაა საჭირო. უფრო ხშირად უნდა შევხვდეთ ხალხს, მეტი ვიაროთ რეგიონებში და იქ მიჩქმალული ინფორმაცია გავახმაუროთ. ასევე, უნდა შევიმუშაოთ ალტერნატიული მექანიზმები, როგორ უნდა იმართებოდეს ქვეყანა. 
               
- ეს რას ნიშნავს?
- ქვეყანას რეფორმები სჭირდება და არა რაღაც გაუგებარი რებრენდინგები. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ და მალე საზოგადოებას რეფორმების ახალ ტალღას შევთავაზებთ.