თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ჰერბერტ სალბერს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებისა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის საქმიანობის მნიშვნელობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისია საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარ გარანტად რჩება. განხილვის მთავარი თემა იყო, ასევე, ოქტომბერში დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს ჟენევის პროცესის გაგრძელებასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას.