სამხედრო-საჰაერო ძალების დღე (ვიდეო)

სამხედრო-საჰაერო ძალების დღე (ვიდეო)

სამხედრო-საჰაერო ძალები პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ღონისძიება დღეს, მარნეულის საავიაციო ბაზაზე გაიმართა.

სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი გეგეჭკორმა მიულოცა. ქართველ სამხედრო მფრინავებს სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა და საავიაციო ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ წუთიერი დუმილით საქართველოს ერთიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას  პატივი მიაგეს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სასულე ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

დღესვე, მარნეულის საავიაციო ბრიგადის ტერიტორიაზე  ღია კარის დღე მოეწყო. ბრიგადის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებსა და ქართველი სამხედრო მფრინავების ახლობლებს საავიაციო ტექნიკის დათვალიერების საშუალება მიეცათ.

წელს სამხედრო-საჰაერო ძალების დღე 22-დ აღინიშნება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, იმდროინდელმა ავიაციის სარდალმა, პოლკოვნიკმა იზანი ცერცვაძემ, 1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25 ტიპის თვითმფრინავით პირველი საწვრთნელი გაფრენა განახორციელა.