შერატონ მეტეხი პალასში „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ კურსი დაიხურა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ და ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ ჯონ გედესმა გახსნეს. მათ სიტყვით გამოსვლისას პროგრამის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც საქართველოს, ასევე, სომხეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის და ბოსნია-ჰერცოგოვინას თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის მაღალი და საშუალო რგოლის წარმომადგენლებმა.
პროგრამა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს (SSIO Scheme) დაფინანსებით და ინიციატივით საქართველოში უკვე მეხუთედ გაიმართა. კურსს ქრენფილდის უნივერსიტეტის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის აკადემიის მართვისა და ტექნოლოგიების კოლეჯის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
ორკვირიანი კურსის დასასრულს მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.