დევნილები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

დევნილები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, აფხაზეთის რეგიონის ავტონომიური მთავრობის საქმიანობის პრინციპები იცვლება. სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს წარუდგინა, წერია, რომ კონფლიქტების მოგვარება საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების პრობლემატიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

მთავრობის სტრატეგიული ამოცანა კი კონფლიქტისპირა რეგიონების მიმდებარე, სამეგრელოსა და შიდა ქართლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაა, რისთვისაც შეიქმნება სარეაბილიტაციო პროექტების ხელშეწყობის საგანგებო ფონდი. გარდა ამისა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული ნებისმიერი შეღავათითა და მომსახურებით თავისუფალი სარგებლობის უფლება ექნებათ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
„შეიცვლება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ავტონომიების მთავრობების საქმიანობის პრინციპები. მათ ცენტრალური სტრუქტურებიდან გადაეცემათ დევნილებთან დაკავშირებული საკითხების მართვა, აგრეთვე არჩევნების გზით დაკომპლექტდება დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოები“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პროგრამაში.
სამთავრობო პროგრამის მიხედვით, კონფლიქტების მოგვარების საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. პრემიერის ინიციატივას მხრას უჭერენ დევნილები, თუმცა გასხვავებულია აფხაზეთის მთავრობის და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პოზიცია, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან არჩევნების გზით დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოების დაკომპლექტებას.

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის და 23 არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით 27 სექტემბერს იმართება „აფხაზთა ყრილობა“ სადაც დევნილები ოფიციალურად მოითხოვენ ხელისუფლებისგან ჩატარდეს აფხაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ასევე გადადგეს აფხაზეთის მთავრობა. მოძრაობა „დაბრუნების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაია ამბობს, რომ აფხაზეთის სტრუქტურების არსებობის მიმართ მათ პრეტენზია არ აქვთ, პრეტენზია აქვთ შემადგენლობის მიმართ.

„ჩვენ ვითხოვთ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალ არჩევნებს და აფხაზეთის მთავრობის გადადგომას. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო ვერ ასრულებს საკუთარ უფლება-მოვალეობას, რის გამოც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა წლებია უყურადღებოდ რჩება. მთელი რიგი პრეტენზიები გვაქვს მთავარობის მიმართ. უკანონო და სამართალს მოკლებულია მათი დანიშვნა. იმიტომ, რომ ეს არაა შეთანხმებული ცენტრალურ ხელისუფლებასთან და მას პრაქტიკულად ჰყავს მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც არალეგიტიმურია.

აფხაზეთის კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომლის მხიდევით მთავრობის თავმჯდომარედ შეიძლება დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც წარადგენს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო და დაამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. აფხაზეთის მთავრობის მეთაური საქართველოს მთავრობის თანხმობით უნდა დაინიშნიოს. ასეთი თანხმობა ვახტანგ ყოლბაიას არ აქვს. ამასთან, ბატონი ყოლბაიას მიერ ამ თანამდებობის დაკავება შეუთვსებელია თავისუფლების ქარტიასთან, მას როგორც წარსულში გალის რაიკომის პირველ მდივანს, ეკრძალება ასეთი თანამდებობის დაკავება. აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ შეგნებულად მოახდინა საქართველოს კანონმდებლობის იგნორირება და გავიდა საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან“, - აცხადებს პატარაია.

რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, ამ ინიციატივიას არ იზიარებს უმაღლესი საბჭო. ისინი თვლიან, რომ დაუშვებელია უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ვინაიდან ეს პირადაპირ ნიშნავს აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების აღიარებას. უმაღლესი საბჭოს არგუმეტი მიუღებელია თავად მალხაზ პატარაიასთვის და აცხადებს, რომ აფხაზეთის არის ოკუპირებული ტერიტორია, დე-ფაქტო ხელისუფლების კანონიერების საკითხს განსაზღვრავს არა ის, იარსებებს თუ არა აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, არამედ ის, რომ ოკუპურებულ ტერიტორიაზე არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონცეფციაში პირდაპირ წერია, რომ დევნილებმა უნდა აირჩიონ თავისი წარმომადგენლობითი ორგანო. დეკლარირებული სამთავრობო პოზიცია არის ის, რაც წერია კონცეფციაში. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებს აწუხებთ არა სამართალი და კანონი, არამედ ის, რომ შეინარჩუნონ თავიანთი ადგილი და 14 მილიონიანი ქერის ორმო. დღეს 14 მილიონია აფხაზეთის ბიუჯეტი, ამის დაკარგვა აწუხებთ მხოლოდ მათ.

20 წლის განმავლობაში აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიღებული აქვს 3 კანონი. ოფიციალურად 735 ერთეული არის საბიუჯეტო შტატი, დანარჩენი სახელშეკრულებო თანამშრომელთა რაოდენობა არის 2 ათასზე მეტი. ჩვენ გვინდა ენერგიული, პასუხისმგებლიანი, პროფესიონალი ადამიანები, და რაც მთავარია ახალგაზრდა თაობა უნდა მოვიდეს და იმუშაოს აფხაზეთის პრობლემატიკაზე ახალი ხედვებით და ახალი ენერგიით. ამ სტანდარტებს უმაღლესი საბჭო და მთავრობა ვერ პასუხობს. იცით, რომ დღეს მოქმედი უმაღელსი საბჭოს წევრების ყველაზე უფრო ახალგაზრდა ამომრჩეველი, რომელმაც მათ ხმა აფხაზეთში მისცა, დღეს 41 წლის არის, ანუ 41 წლის ქვემოთ აფხაზეთიდან დევნილი არც ერთი არაა მათი ამომრჩეველი, ეს არის მოსახლების 40 პროცენტი. ჩვენ ვითხოვთ დეკლარირებული სამთავრობო პროგრამის აღსრულებას“, - აცხადებს მალხაზ პატარაია.