მარგველაშვილი თუ ალასანია, რომელს აირჩევს ამერიკა?

მარგველაშვილი თუ ალასანია, რომელს აირჩევს ამერიკა?

კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურად ცხელი ზამთარი და შემოდგომა გველოდება.

"უელსის სამიტმა გამოაჩინა, რომ ყველაფერი ჩვენი ხელით არის გასაკეთებელი, თავად ჩვენ უნდა შევქმნათ უსაფრთხოების სისტემა. ძალიან კარგია, რომ გვეხმარებიან, მაგრამ არაფრით არ შეიძლება ნატო-ს დეკლარირებული მხარდაჭერა ირაკლი ალასანიამ თავის პიარისთვის გამოიყენოს. ააბოლა და დააბოლა მთელი ქვეყანა, აღარ შეიძლება ამის მოსმენა. თავიდან ამ თემას 3 კაცი იყენებდა პიარისთვის. ალასანიას გარდა ამ საქმეში აქტიურად ჩაერთნენ გიორგი მარგველაშვილი და მაია ფანჯიკიძე, ბოლოს ყველას ალასანიამ აჯობა და ახლა ამას თავისი რეიტინგის ასამაღლებლად იყენებს. ამ თემის გარშემო გადაჭარბებული აჟიოტაჟია შექმნილი. ჩვენ არ გვჯერა, რომ მას 60% აქვს რეიტინგი. თუ მაინცდამაინც ვინმე დაიჩემებს, რომ აქვს ასეთი რეიტინგი, მას ვეტყვი, რომ თავდაცვის მინისტრს ეს რეიტინგი აქვს 37 პროცენტში. ამომრჩევლის 63% არავის არ ცნობს, არც პოზიციას და არც ოპოზიაციას... ჩვენ კარგა ხანია ვამბობთ, რომ ალასანია ამერეიკელების ფავორიტია. ის მისაღებია ყველა იმ ძალისთვის, რომელიც აქამდე „ნაცმოძრაობის“ პატრონაჟით იყო დაკავებული. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ  „ნაცმოძრაობის“ მმართველობის ხანაში, ის საქართველოს ელჩი იყო გაერო-ში. ალასანიაზე აქცენტი ამერიკამ პირველად 2007 წელს გააკეთა. მაშინ საქართველო საპროტესტო აქციების ტალღამ მოიცვა. მიხეილ სააკაშვილს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. მისი მდგომარეობა აგვისტოს ომის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა. სწორედ ამ დროს გადადგა ირაკლი ალასანია თანამდებობიდან. დაბრუნდა საქართველოში და წავიდა ოპოზიციაში. ეს ყველაფერი მან ამერიკელების მითითებით გააკეთა... ყოველშემთხვევაში მარგველაშვილი არ არის ის სახე, რომელიც საქართველოს მოსახელობასთან შეიძლება გაუშვა სალაპარაკოდ. ამიტომაც ჩააწყნარეს მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი... პირდაპირ გეტყვით, ივანიშვილს მარგველაშვილი „შეუგდეს“. გამუდმებით ვიმეორებ, რომ „ქართულ ოცნებაში“ გუგულის კვერცხები არიან. ეს კვერცხები ნელ-ნელა დაიჩეკებიან... ირაკლი ღარიბაშვილი არის ძალიან კარგი პრემიერი და უწესიერესი ადამიანი. ის დილიდან საღამომდე მუშაობს და აკეთებს საქმეს. აქვე ჩამოვთვლი იმ ადამიანებს, რომლებიც აკეთებენ საქმეს. ესენი არიან: დავით სერგეენკო, ირაკლი ღარიბაშვილი და ზურაბ აბაშიძე... მარგველაშვილს და ირაკლი ალასანიას არ აქვთ მიზანი და პოლიტიკური კრედო. არც „ნაცმოძრაობას“ ჰქონია და არც „მოქალაქეთა კავშირს“.  მათ გარეთ კავშირები კარგად აქვთ დალგებული. ამ კავშირების წყალობით აპიარებენ თავს. მაგრამ მასასთან ხომ უნდა ილაპარაკონ? მოსახლეობას არც ერთი მათგანი გულზე დიდად არ ეხატება. ეს თავადაც მშვენივრად უწყიან. ამიტომაც მოიფიქრეს თემა, რომლითაც მასაში გავლენ, ქართველი ხალხის ერთიანობა. საქართველო ერთ მუშტად უნდა შეიკრას და კმარა დაქსაქსულობა... ივანიშვილი მარიონეტი, რომ ყოფილიყო, ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. მან თავის მემკვიდრედ დატოვა წესიერი და გაუსვრელი ირაკლი ღარიბაშვილი. სპეცსამსახურების ინტერესებში საქართველოს პრემიერის პოსტზე ასეთი კაცის ყოფნა მისაღები არ არის. ივანიშვილი, რომ მათი კაცი ყოფილიყო, მათთვის სასურველ პიროვნებას დაასმევინებდნენ მთავრობის მეთაურის პოსტზე... პოლიტიკურად ცხელი ზამთარი და შემოდგომა გველოდება. ამერიკა ტყუილად არ გაირჯება ალასანიას მხარდასაჭერად და ტყუილად ჰგონია ეგ კაცი თავისი. მე ვიცი ის რუსი გენერალი, რომელიც წლებია მას მფარველობს. ამ გენერლის ვინაობას ცხადია არ დავასახელებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის დღესაც მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურებში. ამერიკელებმაც ეს უნდა იცოდნენ“, - განუცახადა ზაალ კასრელიშვილმა „ახალ თაობას“.